01 აგვისტო, 2017
რა საჩუქარი გაუკეთა ვანო მერაბიშვილმა ჯანეტ ქერდიყოშვილს
ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი პროფესიით ჟურნალისტია. ჯანეტ ქერდიყოშვილმა განათლება თსუ-ში მიიღო და მეორე კურსელმა სტუდენტმა ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

"მინდოდა სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა, მაგრამ ვიზა არ მომცეს. ამიტომ წავედი თბილისში და თსუ-ში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

თბილისში გატარებული სწავლის წლებიც საინტერესო იყო, ამას დაემთხვა „მის საქართველოს“ კონკურსიც. ალბათ ასეთი ბედი მქონდა, ვიზას თუ მომცემდნენ და იტალიაში წავიდოდი, ქართველი ხალხის სიყვარულს ვერ დავიმსახურებდი.

სასწავლო პროცესშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. მეორე კურსზე სწავლის
დროს, უნივერსიტეტის გაზეთისთვის ჩემმა პედაგოგმა, დამავალა ინტერვიუს ჩაწერა ვანო მერაბიშვილთან. ის პერიოდი იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად გადაჰყავდათ. თავიდან დავიბენი, ვერც წარმოვიდგინე ინტერვიუზე თუ დამთანხმდებოდა.

როდესაც მის სამდივნოში დავრეკე, გამიმართლა და მოდულის შენობაში, ინტერვიუზე დამიბარა ვანო მერაბიშვილმა.

ჩემს მეგობართან ერთად მივედი, რომელიც რუსული „ფორბსის“ ჟურნალისტია, ძალიან კარგად შეგვხვდა მინისტრი, მოდულის შენობაში, მეორე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, ინტერვიუს დასრულების შემდეგ, აიპადები გვაჩუქა. თურმე ასეთი წესი ჰქონიათ, სტუმრებს აიპადებს ჩუქნიდნენ. ჩემს მიერ ჩაწერილი ინტერვიუ რუსულ „ფორბსშიც“ დაიბეჭდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ანი
აიპადები არა ბებიაშენი
13:35 / 27-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
სხვისი შურით ვერაფერს მოიგებ ბეჩავო გონჯო მარი
22:43 / 10-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ინტერვიუ რაზე იყო?დიზაინერობა-მკერავობაზე თუ პოლიტიკაზე,რომელშიც მოიკოჭლებ ლამაზო???
21:04 / 04-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS