31 ივლისი, 2017
ჯანეტ ქერდიყოშვილის სკანდალური ინტერვიუ
„მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთი წლის წინ, სასწავლებლად იტალიაში წავიდა და მარაგონის უნივერსიტეტში ჩააბარა. ის დიზაინერობას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ღონისძიების სტუმარიც იყო, თუმცა როგორ მოხვდა წვეულებაზე, ამაზე საუბარი არ სურს. „რეიტინგი“ ჯანეტ ქერდიყოშვილს საფრანგეთში დაუკავშირდა, სადაც მოდელიზაფხულს ატარებს.

- ჯანეტ, დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ, რა იყო ამის მიზეზი?

დატვირთული ერთი წელი მქონდა. ივნისში ავიღე დიპლომი. უკვე დიპლომიანი დიზაინერი ვარ, მაგრამ როცა წარმატებას მივაღწევ ამ სფეროში, ვიტყვი რომ ფეშენ-დიზაინერი
ვარ. მოდელობა არასდროს მინდოდა, ყოველთვის დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მიყვარდა ლუქების აწყობდა, მაგრამ აქამდე არ მომეცა საყვარელი საქმის კეთების საშუალება. უნივერსიტეტში დღეში 12 საათი ვიყავით, დამღლელი იყო ამ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ შეუძლებელი არაფერია.

- პროფესიით ჟურნალისტი ხარ, რატომ არ ჩააბარეთ თავიდანვე დიზაინის ფაკულტეტზე?

- მე სკოლა პეტერბურგში დავამთავრე. მინდოდა სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა, მაგრამ ვიზა არ მომცეს. ამიტომ წავედი თბილისში და თსუ-ში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. თბილისში გატარებული სწავლის წლებიც საინტერესო იყო, ამას დაემთხვა „მის საქართველოს“ კონკურსიც. ალბათ ასეთი ბედი მქონდა, ვიზას თუ მომცემდნენ და იტალიაში წავიდოდი, ქართველი ხალხის სიყვარულს ვერ დავიმსახურებდი. სასწავლო პროცესშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. მეორე კურსზე სწავლის დროს, უნივერსიტეტის გაზეთისთვის ჩემმა პედაგოგმა, დამავალა ინტერვიუს ჩაწერა ვანო მერაბიშვილთან. ის პერიოდი იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად გადაჰყავდათ. თავიდან დავიბენი, ვერც წარმოვიდგინე ინტერვიუზე თუ დამთანხმდებოდა. როდესაც მის სამდივნოში დავრეკე, გამიმართლა და მოდულის შენობაში, ინტერვიუზე დამიბარა ვანო მერაბიშვილმა. ჩემს მეგობართან ერთად მივედი, რომელიც რუსული „ფორბსის“ ჟურნალისტია, ძალიან კარგად შეგვხვდა მინისტრი, მოდულის შენობაში, მეორე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, ინტერვიუს დასრულების შემდეგ, აიპადები გვაჩუქა. თურმე ასეთი წესი ჰქონიათ, სტუმრებს აიპადებს ჩუქნიდნენ. ჩემს მიერ ჩაწერილი ინტერვიუ რუსულ „ფორბსშიც“ დაიბეჭდა.

- ახლა რა გეგმები გაქვს?

- ჯერ მხოლოდ ვმოგზაურობ. ახლა ჩემს მეგობართან ერთად მონაკოში ვისვენებ. ანა „მის უკრაინა 2011“ არის, კონკურსზე დავმეგობრდით და მას შემდეგ ყველგან ერთად დავდივართ. მილანში თავისუფალი დრო არაფრისთვის მქონდა, ამის გამო ბევრ სერიოზულ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მინდა პირველი ჩვენება ევროპაში მქონდეს. ჯერჯერობით ლონდონში დავამთავრებ მაგისტრატურას, მე ვიცი როგორ შევქმნა პროდუქტი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავყიდო ის, ამიტომ მარკეტინგის კუთხით ვისწავლი. შემდეგ სტაფს შევკრავ და მოვაწყობ ჩვენებას. საქართველოში გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა ჩემი ბრენდი „მეიდ ინ ჯორჯიას“ სახელით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. მე ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ „მეიდ ინ ჯორჯია“ რომ ვიყო მოდის სფეროში, ეს ნამდვილად არ მინდა.

- გაქვს ამისთვის საჭირო ფინანსები?

- ამ ყველაფერს 200-250 000 ევრო სჭირდება, ჩემმა ძმამ ახლა დაამთავრა სწავლა და ამიტომ მამაჩემის შეწუხება მერიდება. ამიტომ როცა გავთხოვდები ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ.

- აპირებ გათხოვებას?
- ჯერჯერობით არავინ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ უახლოეს ერთ წელიწადში აუცილებლად გავაკეთებ ჩემი კოლექციის ჩვენებას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
nat
ვაიმეე მართლა ცუდად ვარ. ეს ნეტა რომელი პლანეტიდანააა?!
16:42 / 04-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ელ
ამაზეა ნათქვამი რაცარუნდა ისწავლოს ცარიელი თავით დარჩებაო. ესეთ აზრებს ნეტა ევროპაშიც აფრქვევს თუ მართო ჩვენ ვყავართ განებივრებული:)))
15:06 / 04-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ანი
ვაი ამის პატრონს
11:54 / 04-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნოა
დედა რაღავქნაა, ცუდის დაწერა არ მინდოდაა მაგრამ ნუ აი ძაან ქათამია ეს გოგო, ქათმის ტვინაა, წარმატებებს ვუსურვებ, მეიდ ინ ცალტვინა :/
23:45 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ღმერთო
12:47 / 01-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS