26 ივლისი, 2017
"საქართველოში ფიტნესს სელფების გადასაღებად მიმართავენ"
მოდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სტიქიაა, იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომელსაც არ აინტერესებს ეს სფერო, ქალების ძირითადი ნაწილისთვის ცხოვრება მოდის გარეშე "უღიმღამოა"... სწორედ ასე ახასიათებს რუსკა მაყაშვილი მსოფლიოს, მოდის გარეშე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მას არც აქსესუარები უყვარს და უბრალოდ კედებში ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში.


- როგორი იქნებოდა მსოფლიო მოდის გარეშე?

- უღიმღამო...

- დაასახელეთ ყველაზე მოდური ადამიანი მსოფლიოში.
- რთულია გამოარჩიო, ძალიან ბევრი არიან, მე ყველაზე მეტად ქეით მოსი მომწონს.

-
ეთანხმებით იმ აზრს, რომ ყველა ქალი ლამაზია, უბრალოდ ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს, ანუ თავს არ უვლის?

- ყველა ქალი ლამაზი ნამდვილად არ არის, მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც ლამაზები არიან და სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვთ...

-სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა ქალს გარდერობში?

- ეს ინდივიდუალურია რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ კარგი ჯინსი ყველასთვის აუცილებელია. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის რა არის უფრო პრაქტიკული, ზოგს სპორტული სტილი აქვს ზოგს - კლასიკური, ზოგი შარვალში უკეთ გრძნობს თავს, ზოგი - კაბაში, მაგრამ ყველასთვის აუცილებელია კარგი, ლურჯი ჯინსი გარდერობში.

- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია?

- არა, რა თქმა უნდა! ძალიან ბევრ ლამაზ სხეულში ყველაზე მახინჯი და მდაბიო სულებიც არსებობს...

- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები როდისაა?
- ყველა შეიძლება იყოს ბედნიერი წელი, აბსოლუტურად ყველა...


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS