- როგორია შეგრძნება, როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება?
- მივეჩვიე უკვე. თუმცა, გარკვეული ემოციები მქონდა, იქიდან გამომდინარეც, რომ წელს ძალიან ძლიერი მეწყვილე შემხვდა. ირაკლი ნამდვილად გახლდათ გამარჯვების ღირსი, თუმაც ეს უკვე ხალხზე იყო დამოკიდებული. ჩემი აზრით, ირაკლი მაინც გამარჯვებულია. ობეიქტურად
- გიწევდა ხოლმე ირაკლის შემზადება?
- რა თქმა უნდა, ირაკლი ხომ პირველად წარდგა ამხელა სცენაზე მაყურებლის წინაშე. შესაბამისად, შემზადება, ფსიქოლოგიური მომენტია. რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებოდა და სიამოვნებას იღებდა იმისგან, რასაც აკეთებდა. ჩემთვის ირაკლისთან ერთად მუშაობა, ერთი დიდი სიამოვნება იყო - ბოლომდე ამყვა იმაში, რასაც ვაკეთებდით. ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. რეპეტიციების ვიდეოებს სულ ვიღებ და შემდეგ ამ ვიდეოებს, ან ჩემს ცეკვას ძალიან ბვრჯერ ვუყურებ. ვაკრიტიკებ, რომ მერე განვითარება ვპოვო. ირაკლის ჩემი თქმა არც სჭირდებოდა: იჯდა და უყურებდა.
იხილეთ ვრცლად: