26 ივლისი, 2017
"ირაკლი გამარჯვების ღირსი იყო" - სალომე ჭაჭუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებზე ნაწყენია?
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო, მეშვიდე სეზონი სალომე ჭაჭუასთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ირაკლი მაქაცარიას სახით, ძალიან კარგი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეწყვილე ჰყავდა. ცხელ ზაფხულს სალომე ვარჯიშში ატარებს და მალე უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეები ელოდება.

- როგორია შეგრძნება, როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება?
- მივეჩვიე უკვე. თუმცა, გარკვეული ემოციები მქონდა, იქიდან გამომდინარეც, რომ წელს ძალიან ძლიერი მეწყვილე შემხვდა. ირაკლი ნამდვილად გახლდათ გამარჯვების ღირსი, თუმაც ეს უკვე ხალხზე იყო დამოკიდებული. ჩემი აზრით, ირაკლი მაინც გამარჯვებულია. ობეიქტურად
რომ ვიმსჯელოთ, მას ძალიან კარგად გამოსდიოდა და გამოსდის ცეკვა. ამიტომ, მოლოდინი დიდი გვქონდა და მართლაც ღირსი იყო გამარჯვების. ამას პირველად ვამბობ, ასეთი რამ ჩემს პარტნიორზე არასდროს მითქვამს. წინა სეზონზეც სტანისლავ ბონდარენკო ძლიერი კონკურენტი იყო და ღირსეულად მოიგო კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ირაკლი გამარჯვების ღირსი იყო და უნდა მოეგო.

- გიწევდა ხოლმე ირაკლის შემზადება?
- რა თქმა უნდა, ირაკლი ხომ პირველად წარდგა ამხელა სცენაზე მაყურებლის წინაშე. შესაბამისად, შემზადება, ფსიქოლოგიური მომენტია. რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებოდა და სიამოვნებას იღებდა იმისგან, რასაც აკეთებდა. ჩემთვის ირაკლისთან ერთად მუშაობა, ერთი დიდი სიამოვნება იყო - ბოლომდე ამყვა იმაში, რასაც ვაკეთებდით. ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. რეპეტიციების ვიდეოებს სულ ვიღებ და შემდეგ ამ ვიდეოებს, ან ჩემს ცეკვას ძალიან ბვრჯერ ვუყურებ. ვაკრიტიკებ, რომ მერე განვითარება ვპოვო. ირაკლის ჩემი თქმა არც სჭირდებოდა: იჯდა და უყურებდა.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მოცეკვავე
ხომ გამოვდექი მარტალი გოგოებოუკრაინელს შორის რა ხდებოდა არაფერი არ იმალება ასეტ ბიჩს და მის ყოფილს ქმარს ასეტი ტავისნაირი
13:02 / 27-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატაშკა
სალომე შენ უდაოდ მაგარი მოცეკვავე ხარ, მაგრამ მე რომ კარგად გიცნობ, შენც, შენ ყოფილებსაც და სამწუხაროდ ირაკლისაც, ამიტომ ვწერ,შენ სწნარ მორიდებული გოგოს იმიჯი გაქვს, მაგრამ ყველაზე კარგად ახლობლებმა ვიცით შენი შინაგანი ხასიათი. მე მეცოდება ირაკლი , ის შენი შესაფერისი არ არისმ მას უფრო დასტონი გოგო შეფერება, არ მინდა კიდევ ვინმეს აერიოს შენს გამო ცხოვრება. სEნ ისეტი ბიჩებს დაუნგრიე ცხოვრება და არ დაფასე შენი ანჩხლი , და დაუფასებელი ხასიატის გამო, შენ ხომ ოჯახი არ გინდა, მარტო უნდა იცეკვო, ალბატ რომ ასაკი გექნება მერე შექმნი ოჯახს ისიც ტუ გამოგივიდა.ამიტომ ირაკლის ტყუილად ნუ გაუფუჩებ ცხოვრებას.ან საინტერესოადა მიკვირს, გარეგნობიტ არაფერი გოგო, ტანიყველა მოცეკვავეს კარგი გვაქვს, გასაკვირი აქ არაფერია, რა მოწონთ ასეტ მაგარ ბიცEბს, როგორიც იყო, გიგი, გიორგი და ეხლა ეს შენი.
13:46 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS