- იცით, ესე ვერ გეტყვით, ექსპრომტად ვიღებ გადაწყვეტილებებს, მომინდება - წავალ ზღვაზე, მომინდება - მთაში, მომინდება - სოფელში... გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.
- წლის განმავლობაში ჩვეულებრივ რამდენი დრო გაქვთ გამოყოფილი დასასვენებლად?
- კვირაში სამი დღე აუცილებლად უნდა დავისვენო, რაც შეეხება საკურორტო დასვენებას, როგორ გითხრათ, მე მაქვს მოწყობილი ჩემი ცხოვრების კურორტი... აი მაგალითად, თუ არის შუა კვირა და ჩაწერა არ მაქვს, შემიძლია ავიღო ბილეთი და გავფრინდე სადღაც და დავისვენო, გარკვეული განრიგი არ მაქვს.
- წელს იყავით სადმე დასასვენებლად?
- წელს არა. საერთოდ, გადაღებაზე როცა მივდივარ ძალიან ბევრს ვშრომობ სამი დღე და ორი დღე ვისვენებ ხოლმე და ასე სვენებ სვენებით მივდივარ წინ.
- ამ ზაფხულზე გაქვთ რამე გეგმები?
- წინასწარ არ ვიცი, მე ვუსმენ ჩემს ტვინსა და სულს, თუ მომინდება წავალ ზღვაზე, თუ მომინდება - მთაში ან სოფელში...
- საზღვაო კურორტს ანიჭებთ უპირატესობას თუ მთას?
- ასე არჩევანს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ, ხვალ მე რისი სურვილი გამიჩნდება არ ვიცი. საერთოდ, საქართველოში დასვენების კულტურა არ არსებობს. მე ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება მეგობრები წავიდნენ ერთად დასასვენებლად. ძალიან მიყვარს ჩემი კოლეგები, მაგრამ წახვიდე დასასვენებლად ხალხთან ერთად, რომლებთანაც ატარებ მთელ წელს, წარმოუდგენელია ჩემთვის. როგორ უნდა დაისვენო ცოლთან, ქმართან, სამ შვილთან, ან მეგობრებთან ერთად? მე როცა შვილებთან ერთად მივდიოდი ხოლმე კურორტზე, ბავშვებს ვასვენებდი და შემდეგ მე მივდიოდი ცალკე დასასვენებლად. როცა დასვენება მინდა ან მარტო მივდივარ, ან უცხოეთში იმ მეგობრებთან, რომლებიც მთელი წელია არ მინახავს, ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთში, რომლებსაც წლის განმავლობაში ვერ ვნახულობ. შვებულებაში გავდივარ პირველი აგვისტოდან და დღესაც არ ვიცი რა მომინდება, მთა თუ ზღვა, თუ უცხოეთში მეგობრებთან ერთად დასვენება. არვიცი, არასდროს არაფერს ვგეგმავ...
- ბოლოს როდის იყავით დასასვენებლად?
- შარშან, პარიზში.
- ყველაზე დასამახსოვრებელ შვებულებას ხომ არ გაიხსენებდით?
- ჩემი ყველა შვებულება დასამახსოვრებელია, იმიტომ , რომ როცა სპონტანურად მივდივარ დასასვენებლად, ყოველთვის ხდება რაღაც სიახლე... არ ვიცი გარედან როგორ ვჩანვარ მაგრამ არ მიყვარს "პრეკლუჩენიები", კლუბები, ტანცი-მანცი და ხმაურიანი ადგილები, მეგობრები პენსიონერს მეძახიან. მე მიყვარს მშვიდი დასვენება, ტყის შრიალი, ჩიტები... მართლა არ მესმის როგორ შეიძლება დაისვენო ზღვის სანაპიროზე ბავშვების ყვირილში, ხმაურში, რომ ვერ ეტევი, ზღვასთან ახლოს ვერ მიდიხარ...
- ბავშვობაში სად ატარებდით ხოლმე არდადეგებს?
- მთელი ბავშვობა გავატარე სოფელში, მე ჭიათურაში მქონდა სახლი და სოფელი არ გვქონდა, მაგრამ მთელ სამ თვეს სოფელში ვატარებდი... დავდიოდით ხოლმე სოფელ ზოდში, მღვიმევში, სალიეთში... ჭორვილაში მაქვს გატარებული დიდი დრო, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობდა დეიდაჩემი.
მერიემ კაკაურიძე