მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომხიბლავად მიიჩნევენ "სავსე" ფორმებს, ხშირ შემთხვევაში სუსტ გოგონები უფრო დიდი ყურადღების ობიექტები ხდებიან.
გარდა ვიზუალური ეფექტისა, ჭარბი წონა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზეც.
კრისტი ყიფშიძე წლების მატებასთან ერთად, თითქოს უფრო და უფრო ახალგაზრდავდება, იმის გასარკვევად თუ როგორ ახერხებს ამას მოდელი, ვესაუბრეთ მას, კრისტიმ გვიამბო როგორ იკვებება და ჩვენს მკითხველს რამდენიმე რჩევაც მისცა, როგორ იკვებონ ჯანსაღად.
- როგორ იკვებებით?- ფასტ-ფუდების მოყვარული არ ვარ, ბავშვობაში ალბათ უფრო მიყვარდა, მაგრამ ძალიან იშვიათად მივირთმევ,
თუ გადარბენაზე ვარ და დრო არ მაქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვესტუმრო სწრაფი კვების ობიექტებს, ძირითადად ყოველთვის თავს ვარიდებ. ჩემი დღე წყლით იწყება, შემდეგ მაწონი ან ხაჭო (მაწონი უფრო ზაფხულში) ან შვრიის ფაფა, ყავასაც ყველანაირს არ ვსვამ, აუცილებლად უნდა იყოს გაფილტრული... ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას. ყოველ დღე აუცილებლად მივირთმევ მოხარშულ კვერცხს, ძალიან სასარგებლოა. ასევე დროც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, საჭიროა ერთსა და იმავე დროს ისაუზმო, ისადილო და ივახშმო, რამდენადაც შესაძლებელია ვცდილობ გავითვალისწინო ეს საჭიროება, უფრო კარგად გამომდის, როცა სადმე ვარ დასასვენებლად წასული და გარკვეული განრიგი მაქვს.
- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გემოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?-კი, აუცილებლად. პირველ რიგში ყოველთვის ვკითხულობ ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, თარიღს, როდისაა დამზადებული... კიდევ მაქვს ერთი ჩვევა, როცა პროდუქტს შევიძენ და გავხსნი აუცილებლად ვსუნავ.
იხილეთ ვრცლად: