- ეს არის იუმორისტული კლუბი, მოღრუბლულობა იყო ქვეყანაში, პოლიტიკური ვიტარების გამო, ამიტომ გადავწყვიტე ამ სიმღერის ჩაწერა და ხალხის გახალისება. ვისაც იუმორი აქვს, იუმორით შეხვდა ამ ნამუშევარს და თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ. მე მიჩვეული ვარ ხალხისგან ასეთ
საქართველოში „შავი პიარი“ ყველაზე კარგად მუშაობს, იმ შემთხვევაში თუ არ დამიწერდნენ მსგავს კომენტარებს, თავად გავაკეთებდი ყალბ ექაუნთებს და ჩემს თავს დავუწერდი ცუდ კომენტარებს. ვინც მლანძღავს იმ ხალხს ვეტყვი: ძალიან მიყვარხართ, რადგან უხელფასოდ მემსახურებით.
- ვინ არიან ის შიშველი ბიჭები, რომლებიც კლიპში თამაშობენ?
- ესენი არიან „გოლდენ ბრენდის“ მოდელები. რაც შეეხება ძუძუების ათამაშების სცენას, ეს დაგეგმილი არ გვქონდა, უბრალოდ თავად მოდელმა შემოგვთავაზა, მოგვეწონა და დავთანხმდით. ეს არის კლიპი სადაც უნდა ყოფილიყო, სპორტიც, იუმორიც და სიყვარულიც.
- ზოგმა დაწერა რომ ბუჩქებში სექსის პროპაგანდაა ეს კლიპი...
- რა ბუჩქებში სექსი და პრპაგანდა? სად დაინახეს სექსი? ვისაც რა უნდა და სადაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ ამ კლიპში სექსი ნამდვილად არ ყოფილა. კლიპში თამამი სამოსიც კი არ მაცვია. მეუბნებიან კარგი მკერდი გაქვს და კლიპში რატომ არ გამოაჩინეო, მაგრამ კლიპში გაშიშვლება არ მინდა. ცხოვრებაში ბევრად უფრო გახდილი დავდივარ. სხეულით პოპულარობას ნამდვილად არ ვაპირებ, ამიტომაც არ ვიხდი კლიპებში.
- საყვარელმა მამაკაცმა რა გითხრათ, როცა ეს კლიპი ნახა?
- საყვარელი მამაკაცი არ მყავს. ისეთი „ღრუზინი“ ტიპი, რომელიც როლისთვის რამეს ამიკრძალავს ჩემს გვერდით ისედაც ვერ იქნება.
- სიმღერის პარალელურად რას აკეთებთ?
- მასაჟისტი ვარ და ეს ყველამ იცის. ახლა ვემზადები ჩემი წიგნის პრეზენტაციისთვის, სადაც მასაჟზე იქნება საუბარი. დიზაინერობა დავიწყე და პირველი ჩვენებაც გავმართე ცოტა ხნის წინ. ასევე, ყვითელ პრესაში ვარ და ღონისძიებებს ვუწევ ორგანიზებას. თუმცა ცოტა ისეთი დამკვეთები მყავს და დახურულ საღამოებს ვმართავ.