21 ივლისი, 2017
ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე
დასრულდა პოპულარული სერიალის მორიგი სეზონი და "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მსახიობი - ზურა ნიჟარაძე დაქორწინდა. მისი ქორწილის ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიცვა...

ზურას ოჯახის შექმნას უამრავი ადამიანი, მათ შორის, ერთგული მაყურებელი გულწრფელად ეხმიანებოდა და ულოცავდა. მისი გმირი (მერაბ დარჩია) ბევრს უყვარს და თავადაც უყვარს მერაბი, კეთილი კაციაო, - ამბობს. საერთოდ კი, ამ სერიალმა ზურას დიდი პოპულარობა მოუტანა, რამაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა... თან, ისე დაემთხვა, რომ მომავალი მეუღლე ძმაკაცის ცოლის დაქალი აღმოჩნდა...

"ხალხმა იმდენად კარგად
მიიღო სერიალი, რომ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა მასში მონაწილეობა. პროექტზე პროფესიონალების გუნდი მუშაობს - დაწყებული სცენარისტით, პროდუსერებით, მთელი სტაფით. ყველა მოტივირებულია და პროდუქტიც იმიტომაა კარგი. მსახიობებიც არაჩვეულებრივად არიან შერჩეული... თუ რეიტინგულობაზე ვლაპარაკობთ, გაცილებით რეიტინგულიც გავხდი, ვიდრე ვიყავი, მეტად შემიყვარა ხალხმა. მგონი, სერიალს ყველა უყურებს," - გვეუბნება ზურა, რომელსაც 16 ივლისს ბათუმში გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა...


იხილეთ სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS