21 ივლისი, 2017
თამუნა ლეკვეიშვილის ტრანსფორმაცია - ნახეთ რა ცვლილებები შეიტანა გარეგნობაში მუსიკოსმა
ბოლო პერიოდში „კომედი შოუს“ მსახიობმა და „ვანოს შოუს“ მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი შვილი ჰყავს. მსახიობს შვილებზე, ოჯახსა და თავის მოვლაზე ვესაუბრეთ.

- თამუნა, ბოლო პერიოდში ძალიან გახდი და არაჩვეულებრივად გამოიყურები, ეს ყველაფერი მარტო დიეტის დამსახურება, არ მგონია, იყოს...

- არაა, მხოლოდ დიეტის დამსახურება ნამდვილად არ არის. დიეტაზე რამდენ ხანს შეიძლება იყო?
სულ ხომ ვერ იქნები?შეუძლებელია, მით უმეტეს იმ ადამინისთვის, ვისაც გემრიელად ჭამა ძალიან უყვარს. პერიოდულად, რა თქმა უნდა, დეიტასაც მივმართავ, მაგრამ ბოლო პერიოდში დავიწყე ვარჯიში და ამან დიდი შედეგი მომცა. სიმართლე გითხრა, აქამდე არასდროს მივარჯიშია და აღმოვაჩინე, რომ თურმე მართლა კარგი ყოფილა. ჩემი დაკავებულობის მიუხედავად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვპოულობ დროს დარბაზში მისასვლელად და სავარჯიშოდ, შედეგად ძალიან ახლოს ვარ ჩემს იდეალურ წონასთან, გარდა ამისა, ვიცვამ იმას, რაც მინდა და რაც მომწონს, ეს კი ქალისთვის დიდი ბედნიერებაა.

- ჯამში რამდენი კილოგრამი გაქვს დაკლებული?

- ასე ძნელია თქმა, რადგან პერიოდულად ვიკლებდი, ვიმატებდი, თუმცა, ელენეზე მშობიარობის შემდეგ 85 კილო ვიყავი, ახლა კი 63 ვარ, ჩემი მიზანია, 60-ს ჩამოვცდე, ვიყო თუნდაც 59 (იღიმის).

- გარდა ამისა, თუ არ ვცდები, წარბის ფორმაც შეიცვალე. ეტყობა როცა ერთ მიზანს მიაღწევ, მერე სხვადასხვა რაღაცის შეცვლის სურვილი გიჩნდება...

- კი, კი ასეა, მაგრამ წარბი მხოლოდ „მუღამის“ გამო არ შემიცვლია. საერთოდ, ძალიან კარგი წარბის ფორმა მქონდა, მაგრამ ბავშვების გაჩენის შემდეგ დამცვივდა, დამითხელდა და გადავწყვიტე ტატუ გამეკეთებინა, მერე ვიფიქრე, ბარემ ფორმასაც შევაცვლავინებ-თქო, ცოტა ავაწევინე.


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS