21 ივლისი, 2017
რატი დურგლიშვილი ტერაქტს გადაურჩა
მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

"ბავშვობაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს, ოჯახთან ერთად დავდიოდი. ჩვენი გასვლა იწყებოდა კოჯრიდან და ბორჯომში გრძელდებოდა. მაშინ ზღვის კურორტებს იშვიათად ვსტუმრობდით", - იხსენებს მომღერალი რატი დურგლიშვილი. როგორ დასვენებას ანიჭებს დღეს უპირატესობას, რატომ მიდის დასასვენებლად მარტო, რომელი ქვეყნების სამზარეულო ხიბლავს და როგორ გადაურჩა სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ცნობილ ტერაქტს? - ამ ყველაფერს თავად გვიამბობს.


- იმ პერიოდში, როცა დასასვენებლად მშობლებთან ერთად დავდიოდი, მამას ანსამბლი ჰყავდა. სხვადასხვა ფესტივალი ტარდებოდა და ჩვენც ყველგან მივდიოდით.
რაჭაში, ამბროლაურის რაიონში გვაქვს სოფელი და იქაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. რაჭა, სვანეთი და მთლიანად ეს ქვეყანა საოცრებაა. ვეღარ ვითვლი, იმდენ ქალაქში ვარ ნამყოფი, მსოფლიო მოვლილი მაქვს და მსგავსი სილამაზე არსად არასდროს მინახავს.

- ის პერიოდი გაიხსენე, დასასვენებლად მშობლების გარეშე პირველად რომ წახვედი.

- მშობლების გარეშე პირველად ბულგარეთში, ფესტივალზე ვიყავი ძმასთან ერთად და მაშინ დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი. ის პერიოდი კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით ვიმგზავრეთ, გზას 2 დღე და ღამე მოვუნდით, ხელები და ფეხები ყველას დასივებული გვქონდა. დავიღალეთ, მაგრამ დიდად არ მოგვიწყენია, მოცეკვავე მეგობრებთან ერთად ვიყავით და სიმღერა თუ ცეკვა-თამაში არ მოგვკლებია.
ადამიანი პირველ რიგში, კარგად საკუთარ ქვეყანას უნდა იცნობდეს. ჩემი მშობლების დამსახურებით, საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ. დადგა პერიოდი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი ვნახო. ვფიქრობ, მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

- თინეიჯერობის წლებში "პახოდებში" დადიოდი?
- ერთი პერიოდი დავდიოდი, მაგრამ დღეს რომ მითხრა, კარვით სადმე წადიო, ვერ წავალ.

- რატომ?

- კარავში ცხოვრება თავისებური დისკომფორტია, იქ არ არის შხაპი, თავს სათანადოდ ვერ იწესრიგებ. როცა თავისუფალი 2-3 დღე გამომიჩნდება, ბორჯომში ჩავდივარ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას, მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ სახლში ვარ.
რეგიონებში ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
123
აღარ დამთავრდება ამ ნარცისის პიარი?
09:50 / 27-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS