„რეიტინგი“ ვანო ჯავახიშვილს გამოკითხვის დეტალებზე ესაუბრა:
- ეს იყო ზედაპირული გამოკითხვა. სამართალდამცავები დაინტერესდნენ წარსულში იყო თუ არა ჩემი მისამართით მუქარის ან ზეწოლის მცდელობა. რაც არასდროს არ ყოფილა. ემზარ კვიციანის განცხადებაში კომიკური ის იყო, სოროსი რომ ახსენა. მითები სოროსის შესახებ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. მე ვფიქრობ,
- სააკაშვილის მასხარაც გიწოდეს ემზარ კვიციანის მხარდამჭერებმა...
- ეს უკვე მოძველებული ამბავია. თუ ასეთი მაგრები არიან, მაჩვენონ ერთი ფაქტი ან თუნდაც სატელეფონო ჩანაწერი, საიდანაც ჩანს რომ მიხეილ სააკაშვილი ერევა ჩემს გადაცემაში. სააკაშვილთან და მსგავსი დონის ადამიანებთან არასდროს მისაუბრია. როცა ფაქტი არ გაქვს, უნდა გაჩუმდე ადამიანი. მითუმეტეს პარლამენტარს არ შეფერის დაუსაბუთებელი საუბარი. თუ ასე უნდა ვაბრალოთ ერთმანეთს რაღაცეები, მეც უამრავი რაღაცეების დაბრალება შემიძლია ჩემი გადაცემის მეშვეობით და მათ პუტინის მეგობრები უნდა ვუწოდო?