- ჩვენი თეატრი 1 ლარად უკვე გაყიდეს, ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს. გიორგი რამიშვილმა იგივე ზარალამ, თეატრი სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეიძინა. ხოლო თეატრის ანგარიშზე, ახალი თეატრის ასაშენებლად გადმორიცხა 100 000 ლარი, ამ თანხით თეატრის აშენება წარმოუდგენელია, ამიტომ მამამ, მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეს თანხა ოთხჯერ გადაურიცხა უკან
- როგორ ყიდიან თეატრს მეორედ 1 ლარად?
- მაშინ გიორგი რამიშვილმა სამ ეტაპად შეიძინა 760 კვადრატული მეტრის ფართი. ამ ფართს ეკუთვნოდა სცენა, საგრიმიორო და სარეპეტიციო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი თეატრის მსახიობებისთვის საჭირო ფართი გაიყიდა, პრინციპულად არ ვტოვებდით ტერიტორიას და ამ დრომდე აქ ვრჩებით.
პანტომიმის თეატრის საერთო ფართი 1200 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და ახლა სწორედ დარჩენილი ფართი იყიდება 1 ლარად. გავაკეთეთ აზომვითი ნახაზები და მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რათა განაახლოს ამონაწერი, მაგრამ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან ახლა თეატრის მთლიანად გაყიდვა არის დაგეგმილი.
თუ გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერება რომ აგვიშენებენ სრულფასოვან თეატრს მაშინ მზად ვართ დავტოვოთ ეს შენობა, მაგრამ ამის გაკეთება არავის უნდა. ამ თეატრის ლიკვიდაცია მოახდინა წინა ხელისუფლებამ, მაშინ გვიან გავიგეთ რომ თეატრი გაიყიდა, ახლა ნამდვილად არ დავნებდებით. ჩემი ვალია გადავარჩინო პანტომიმის თეატრი, რომელიც მთელ მსოფლიოში არის აღიარებული.
ამიტომ თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ და შიმშილობას დავიწყებთ.