შორენა ბეგაშვილი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. როგორ ახერხებს ქართველი სექს-სიმბოლო ყოველთვის თვალისმომჭრელი იყოს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- შორენა, რა სიხშირით სტუმრობთ სილამაზის სალონებს?
-გაგიკვირდებათ და ძალიან იშვიათად, სალონში მხოლოდ მაშინ მივდივარ,
- თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ? სახლის პირობებში მომზადებულ საცხებზე რა აზრის ხართ?
-არ ვიცი, ვერავინ დამაჯერებს, რომ კიტრი კანს უშველის. მე მშრალი კანი მაქვს და სულ მჭირდება დამატენიანებელი, ვფიქრობ სწორად შერჩეული სახის კრემი, ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მოვლის სხვა საშუალებებს რაც შეეხება, მანიკურის წასმაც ვიცი, თმის დავარცხნაც, წარბების გაკეთებაც, ყველაფერს ჩემით ვიკეთებ. სხვათაშორის, ხშირად მეკითხებიან, წარბებს რომელ სალონში იკეთებო, არავის სჯერა, რომ ჩემით ვიკეთებ (იცინის).
- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
-არ ვიცი შეიძლება თუ არა ამას აქსესუარი ეწოდოს, თუმცა ჯვარის გარეშე არასდროს გავდივარ გარეთ და სახლშიც ყოველთვის მიკეთია.
- როგორ იკვებებით? დიეტაზე ყოფილხართ ოდესმე?
-დიეტების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვარჯიში მიყვარს ძალიან, კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობ. ხოლო წონას რაც შეეხება, ტკბილეული მიყვარს და ალბათ უფრო ხშირად ეგ მასუქებს, თორემ საჭმელებზე დიდად არ ვგიჟდები.
- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?
-ძალიან დიდი ხანი, ვიძინებ საღამოს 11-12 საათისთვის და მეორე დღის ასევე თერთმეტ ან თორმეტ საათამდე მძინავს. ძალიან მიყვარს ძილი.
- საშუალოდ კვირაში რამდენჯერ შეიძლება თქვენი ნახვა მაკიაჟის გარეშე?
- თუ გადაღება არ მაქვს აბსოლუტურად უმაკიაჟოდ დავდივარ.
- ბრენდებთან რა დამოკიდებულება გაქვთ?
- ვერ გეტყვით რომ სულ ბრენდები მაყრია. არა, რა თქმა უნდა?! ძალიან მიყვარს უბრალო კაბაზე ლამაზი აქსესუარის გაკეთება, ვფიქრობ მთავარია სამოსი მოიხდინო. თუ არის საშუალება ბრენდს ვანიჭებ უპირატესობას, იმიტომ რომ ბრენდული სამოსი ხარისხიანია, მაგრამ არა ბრენდული ტანსაცმელიც ძალიან მიხდება (იცინის).
- რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საკუთარ ვიზუალში, სხეულის რომელ ნაწილზე ზრუნვას უთმობთ ყველაზე დიდ დროს?
- თმას, თმა თუ არ დავივარცხნე ფენით ძალიან ცუდად გამოიყურება, მემგონი არავის აქვს ჩემსავით ხვეული თმა. როგორ გითხრათ, ძალიან „არა სატელევიზიოა“, ცუდი შესახედია, უფრო სწორად, მე არ მომწონს.
- რას ურჩევდით ქალბატონებს, როგორ მოუარონ სხეულს?
- კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობ და მაინც არ ვჩერდები, გესმით რას ვგულისხმობ? ანუ ოცდამეერთე საუკუნეში უკვე იმდენი სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა და იმდენნაირი თავის მოვლის საშუალება არსებობს, ქალმა უნდა იზრუნოს ფორმაზე. სხვებისთვის არა, საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთო ეს, რომ კომფორტულად და კარგად იგრძნო თავი. თან ვარჯიში კარგ ხასიათზე გაყენებს.
- რა არის შორენა ბეგაშვილის სილამაზის ფორმულა?
- სიმართლე გითხრათ, სილამაზის ფორმულა მართლა არ ვიცი რას შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მე სილამაზის საწინდარად შინაგანი ლაღი და ბედნიერი განწყობა მიმაჩნია. იცით, ერთხელ მეგობარმა მითხრა, აუზზე რომ იყავი, გაიცინებდი და მიიზიდავდი, შემოიკრებდი შენს ირგვლივ ყველასო. როცა ბედნიერი ხარ, გიხარია და იცინი ხალხისთვის უფრო მიმზიდველი ხდები, ალბათ სილამაზის საიდუმლოც ესაა...
მერიემ კაკაურიძე