04 დეკემბერი, 2013
რა დამსახურებისთვის გადასცა ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა გიგა ნასარიძეს
პრეზიდენტი ასე არიგებდეს ორდენებს, სადღაც კომოდის უჯრაში ჰქონდეს, იღებდეს და ხალხს აძლევდეს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენები დიდი რაოდენობით ჩამოარიგა. ზოგიერთი ცნობილი სახის შესახებ ეს ინფორმაცია ბევრად ადრე გასაჯაროვდა, ზოგიერთის ორდენის შესახებ კი მოგვიანებით შევიტყვეთ და მათ შორის გახლდათ გიგა ნასარიძე.
გიგა საზოგადოებამ იუმორისტული გადაცემებიდან გაიცნო, თუმცა მოგვიანებით იუმორს პოლიტიკა არჩია და ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთგულ მხარდამჭერად იქცა. ხშირად ესწრებოდა მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს, აძლევდა ინტერვიუებს, იყო შემთხვევები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო
ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
ღირსების ორდენი მასაც ერგო, თუმცა პრეზიდენტს მისთვის პირადად არ გადაუცია. მასაც, როგორც სხვებს, ამის შესახებ წერილობით აცნობეს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დავურეკეთ, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურ კითხვასაც ვერ ავცდით.

- გიგა, რა დამსახურებისთვის დაგაჯილდოვათ პრეზიდენტმა ღირსების ორდენით?
- ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ რაღაც მცირე მაინც გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის და ორდენი გადმომცა. სავარაუდოდ, ეს ჩემს საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეხება.
- საპარლამენტო არჩევნებამდე ორგანიზაცია ''საქართველო არ იყიდება'' დააფუძნეთ. საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ამას გულისხმობთ?
- არა მგონია, რადგან, სამწუხაროდ, ამ პროექტმა ვერ მოუტანა ჩემს ქვეყანას ის შედეგი, რაზეც გათვლილი იყო და ვერ ააცილა ის, რაც შემდეგ საქართველოში მოხდა. მე ძალიან ბევრ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში ვმონაწილეობდი. 2008 წლის პირველი სექტემბრის ჯაჭვის აქციის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ვიყავი. ასევე ბევრი პროექტი მქონია, გარდა პროექტისა ''საქართველო არ იყიდება''. ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ქვეყნისთვის რაღაც გამიკეთებია და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან.
- ელოდით, რომ სააკაშვილი ასე დააფასებდა თქვენს ღვაწლს ქვეყნის წინაშე?
- არა, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ამიტომ ვუხდი დიდ მადლობას, რომ ჩემი მცირედი გარჯა დაინახა. დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის რამეს აკეთებდნენ და არ ჩანდნენ, უკვე დაფასდნენ ან მომავალში დაფასდებიან, როდესაც ქვეყანაში ისევ ისეთი ძალები მოვლენ, რომლებიც ასეთ ადამიანებს დაინახავენ.
- სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა რამდენიმე ჟურნალისტიც. მათ შორის იყვნენ ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, მაია ასათიანი... ინგა და ნანუკა წერდნენ, რომ მათ ვერ გაიგეს, რისთვის გადაეცათ ორდენი.
- ამ ადამიანებმა თვითონ ვერ გაიგეს, რისთვის გადაეცათ და მე საიდან უნდა მქონდეს ეს ინფორმაცია? არ მგონია, პრეზიდენტი ასე არიგებდეს ორდენებს, სადღაც კომოდის უჯრაში ჰქონდეს, იღებდეს და ხალხს აძლევდეს. ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ თემას და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ჰქონდა მოტივაცია, რომ ეს ჟურნალისტები დაეჯილდოებინა. თუ ისინი ვერ მიხვდნენ, რისთვის გადაეცათ ორდენი, ეს უკვე მათი პრობლემაა. ალბათ, უნდა ჩაეკითხონ იმ ადამიანს, ვინც დააჯილდოვა.

Rating

- წეღან ახსენეთ, რომ თქვენმა ორგანიზაციამ ''საქართველო არ იყიდება'' თავისი როლი ვერ შეასრულა. გაიყიდა საქართველო?
- ეს ცოტა პათეტიკური სახელი იყო. საქართველო არასოდეს გაიყიდება, მაგრამ მე ვნახე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ტყუილ დაპირებებს წამოეგო და ახლა ვხედავთ, რომ ეს დაპირებები არ სრულდება. ამ დაპირებების წყალობით მიიღო ''ქართულმა ოცნებამ'' გარკვეული ხმები. როდესაც ეს ადამიანები დაინახავენ, რომ დაპირებები ტყუილი იყო, გონს მოვლენ და შემდეგ არჩევნებზე კარგ ძალას მისცემენ ხმას, საკუთარი ხმის უფლებას უკეთ გამოიყენებენ.
- ხელისუფლებაში ყოფნის დროს ''ნაციონალურ მოძრაობას'' ოპონენტები მუდმივად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თავს შევიწროებულად გრძნობდნენ. დღეს რა მდგომარეობაა, იცავს ახალი ხელისუფლება ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერთა უფლებებს?
- თუ გავიხსენებთ 8 თებერვლის ან 17 მაისის მოვლენებს, რთულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ვინმეს უფლებებს იცავს. აქედან გამომდინარე, რეალურად რასაც აბრალებდნენ ''ნაციონალურ მოძრაობას'', ახლა თავად ახორციელებენ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მართალა
ვირისგან წიხლი არ გეწყინოთ ხალხო.
10:46 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
არ სცხვენია ამ არსებას, თავს საზოგადო მოთვაწეს რომ უწოდებს? ხალხი ომში დაიღუპა, სამშობლოსათვის თავი გაწირა და არანაირი ჯილდო არ მიუღია და ეს ვინ არის? ან რამდენი ადამიანია, ვინც თავის საქმეს პროფესიულად, პატიოსნად აკეთებს და მასში მედლებს არ ითხოვს, რადგან თვლის რომ ის სამშობლოსთვის იღწვის, ეს კი ლაქლაქებს „დამსახურებისთვისო". ვაი, სირცვხილო, რად გინდა ისეთი ორდენი, რომლის გამოც ხალხი შეგაფურთხებს.
10:22 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდო
გაგიხმა ეგ კვახივით თავი :) ვირი ხარ და ვირულად აზროვნებ.
04:15 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS