08 ივლისი, 2017
სად არიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები
წარმოგიდგენთ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, რომელთა სიმღერები ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათ მიერ შესრულებული ჰიტები იმ დროს თითქმის ყველა ახალგაზრდამ ზეპირად იცოდა...

თამთა გოგუაძე
მისი სიმღერის პოპულარობის ფენომენს საქართველოში ვერავინ ვერ ხსნიდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის მუსიკალური ჩარტების უპირობო ლიდერი გახლდათ. სიმღერამ "შენი ბრალია" თამთა გოგუაძეს არნახული პოპულარობა მოუტანა. მან "შენი ბრალია" მეუღლესთან, ასევე მომღერალ აჩიკო ცანკაშვილთან ერთად ჩაწერა. თამთა გოგუაძის წარმატებაში დიდ როლს მამამისი თამაშობდა, რომელიც ქალიშვილს ყოველთვის გვერდით ედგა. ოჯახის
დანგრევის შემდეგ, თამთა გოგუაძე ანსამბლ "სამაიასთან" ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და კონცერტებს ატარებდა. შემდეგ ისევ გათხოვდა, მისი ქმარი გიორგი აბულაშვილია, რომელიც სწორედ "სამაიაში" გაიცნო.

აგნესა
აგნესა ერთ-ერთი თამამი მომღერალი იყო, რომელიც საზოგადოებამ მაშინდელი ქართული რეალობისთვის უჩვეულო მუსიკალური კლიპით და სიმღერით გაიცნო. სამარადან ჩამოსულმა, მდიდარი ოჯახის შვილმა საზოგადოების ყურადღება მალე მიიპყრო. შემდეგ ლექს-სენთან ჩაწერა დუეტი და ზუსტად მაშინ როცა პოპულარობის ზენიტში იყო გათხოვდა. ოჯახი მალე დაენგრა, მას შემდეგ სცენაზე აღარ გამოჩენილა. აგნესა ახლა რუსეთში, ქალაქ სამარაში მამასთან ერთად ცხოვრობს.


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS