პოლიტიკოსების ჩაცმულობა დიდ ინტერესს იწვევს, საკმარისია პატარა გადაცდომა ჩაცმულობაში და ისინი კრიტიკის ობიექტები ხდებიან. ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა ცდილობს ამ კრიტიკას თავი აარიდოს და ამიტომ, მთაშიც და პარლამენტშიც კლასიკური სტილის სამოსით იმოსებიან. თუმცა გამონაკლისები ამ სფეროშიც გვყავს. „რეიტინგმა“ 5 პოლიტიკოსი შეარჩია, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობის გამო, არაერთხელ გამხდარან საზოგადოების განსჯის ობიექტი. მათ იმიჯზე მოდის ონლაინ პლატფორმის „streetstyle.ge”-ს დამფუძნებელი, მოდის კრიტიკოსი გივი რაზმაძე გვესაუბრება.
ნინო ბურჯანაძე
თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ქალბატონი ნინოს, ბეწვეულისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, შესაძლებელია, მისი სტილის
საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტური ქალბატონი მისი სახით წარმოგვიდგება, რომელიც ხაზს უსვავს, მაღალ სტატუსს და საკუთარ რეგალიას. ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი, აქვს მითუმეტეს ჩაცმის სტილს.
მაშინ როცა, ნინო ბურჯანაძე, ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ცდილობს, პირველ რიგში მათთან უნდა მიიტანოს მესიჯი - მე თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ, მესმის და ვიზიარებ იმ საკითხებს, რაც გაწუხებთ, ეს მეც მეხება და ა.შ. მისი ჩაცმულობა კი, ცოტა დაუჯერებელს ხდის ამას, იმ ხალხისთვის, ვისაც შია, არ აქვს ტანსაცმელი და უამრავი პრობლემა აქვს. ბრილიანტების და მარგალიტების ფონზე ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც სხვაზე ფიქრობს და ის უბრალოდ, კომფორტულად ცხოვრების მოყვარული პიროვნებასთან ასოცირდება.
თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელის ჩაცმის კერძო მანერა, განსხვავებულია, ინდივიდუალურია თუ არასტანდარტული, გამოკვეთილი არ არის.
ჩემი სუბიექტური აზრით, ის კომფორტულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას და ლუქის აწყობაზე, ფერების პალიტრაზე და მოდის ტენდენციებზე არასდროს უფიქრია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის სამოსში, თვითდამკვირდების უუნარობა და სურვილის უქონლობა იკითხება. უბრალოდ, მნიშვნელოვანი მისთვის სხვა აქტივობებია.
კახი კალაძე
კახი კალაძის სტილი საკმაოდ ხშირად იცვლება, თუ თვალს მივადევნებთ ის ტენდენციების კარგი ამთვისებელია. აშკარად ადევნებს თვალყურს, როგორ ამინდს გვკარნახობს მსოფლიო მოდის გიგანტები და შესაბამისად იმოსება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ის თავისუფალი, თანამედროვე სტილით გვხვდება და საქმიან გარემოში, სტანდარტული კლასიკური, მცირე თანამედროვე ელემენტებით აწყობილი ლუქით წარსდგება საზოგადოების წინაშე. ქართველ პოლიტიკოსებს შორის კახი შეიძლება ერთადერთ პოლიტიკოსად ჩავთვალოთ რომლისთვისაც სტილი მნიშვნელოვანია.
ეკა ბესელია
ეკა ბესელიას მე ვფიქრობ აქვს თვითგამოხატვის იდეალური მიდგომა სამოსის არჩევისას. რაღაც კონკრეტული სტილი დანერგა ხალხის გონებაში, რადგან არაერთხელ მსმენია შეფასება სხვადასხვა ადამიანების არჩეულ ლუქზე, "გამოიყურები როგორც ეკა ბესელია", მეტ წილად ნეგატიურ კონტექსტში მაგრამ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დაამახსოვო ხალხს, შენი შერჩეული სამოსის კონკრეტული შტრიხები.
დღეს ბევრისთვის არ არის მიღებული, ყურადღების გამახვილება იმ სამოსზე, რომელიც უმრავლესობას არ მოსწონს. ალბათ ეკა ბესელიას სტილი, რომ დემნა გვასალიამ შესთავაზოს მსოფლიოს, ხვალ ყველაზე ტრენდული გახდება.
რამოდენიმე წლის წინ, ჩემთვისაც და ყველა ადამიანისთვის ალბათ საბჭოთა კავშირის სტილი, წარმოუდგენელი და შეიძლება მიუღებელიც იყო, მაგრამ სილუეტის მიმართ დამოკიდებულება წლების და საუკუნების მანძილზე იცვლება.
იყო დრო როცა სამოსის ფაქტურა ბევრად მძიმედ იყო დატვირთული კორსეტით, მაქმანებით. დღეს მოხერხებულ სამოსზე ვართ ორიენტირებული და არავინ იცის რა იქნება ხვალ.
თეა წულუკიანი
თეა წულუკიანს გაუმართლა, რომ ელიზაბეტ პირველის, მარია ანტუანეტას ან დედოფალი ვიქტორიას პერიოდში არ დაიბადა, მისი სტილი 1970-იანი წლების შემდეგ გამართლებულია, რადგან ინივიდუალიზმი უფრო ფასდება ვიდრე მოდის უახლესი ტენდენციები.
დაახლოებით მაინც რომ წარმოვიდგინოთ, სხვა ეპოქაში, როგორ მოირგებდა ფარტინგეილს, პანიეს, კრინოლინს ან ტურნიურს, საკმაოდ კომიკური კადრი წარმოგვიდგება. მან თანამედროვე მოდაში, იპოვა მისი სხეულის პროპორციებზე მორგებული, სადა კლასიკური შტრიხებით, გაწყობილი საშუალო სიგრძის კაბები. რაც შესაძებელია სტილის მარგალიტად არ ჩავთვალოთ მაგრამ მთავარია, რომ ინდივიდუალურია და დამახასიათებელია.