საქმიანი, მომხიბლავი და ელეგანტური, ნებისმიერ პოზიციაზე მაღალპროფესიონალური მიდგომით გამოირჩევა, რაც მისი წარმატების საიდუმლოა.
მოდელის კარიერიდან წარმატებული ბიზნესის შექმნამდე ბევრი იშრომა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნების ქსელის მმართველია. პარალელურად არც მოდის სფეროს ივიწყებს და სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსთან"თანამშრომლობს.
- ლიკა, თქვენი საქმიანი ბიოგრაფია მოდელის კარიერით იწყება, რაც ალბათ საინტერესო ეტაპი იყო.
- ახლა ჩემი პირველი ინტერვიუ მახსენდება, რომელიც "ბომონდმა"ჩაწერა. მაშინ თქვენი ჟურნალი გაზეთის ფორმატით გამოდიოდა. კარგად მახსოვს, ინტერვიუში ვისაუბრე, რომ მიყვარს სპორტი, ხოლო, შეკითხვაზე, როგორი მამაკაცები მომწონდა,
როცა პოდიუმზე გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ არ ვემსახურებოდი საქმეს, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი. კულისებში ყოფნა უფრო მომწონდა, იქ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯს ვმართავ, ის დრო და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მახსენდება. ეს სურვილიც ამისრულდა, ანუ წინა პლანზე ყოფნა არასდროს მხიბლავდა.
იხილეთ ვრცლად: