28 ივნისი, 2017
გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი პენსილვანიის უნივერსიტეტში კიბოს მკურნალობს უახლეს მეთოდებზე მუშაობს. პროექტი, რომელშიც 29 წლის ლევან ზანდარაშვილი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის გარემონტებაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.

"ამ ცილის შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია როგორც კლინიკური, ისე ფუნდამენტური მეცნიერული თვალსაზრისით. დღესდღეობით გამოყენებაშია რამოდენიმე პატარა მოლეკულა, რომლებიც ახდენენ PARP1-ის ინჰიბიციას, რაც გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. მაგალითად, მკერდის კიბოს, პროსტატის კიბოს და ბევრ სხვა შემთხვევაში. ჩემს პროექტში მე შევისწავლი PARP1-ის სტრუქტურას და დინამიკას
ისევე, როგორც მის ურთიერთქმედებას კიბოს მკურნალობაში გამოყენებულ მოლეკულებთან.

ჩემი მიზანია გავიგო თუ რატომ არის ამ მოლეკულების ნაწილი უფრო ეფექტურა სხვა მოლეკულებთან შედარებით. ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეიძლება შევიმუშავოთ უფრო ეფექტური მოლეკულები, უფრო დაბალი ტოკსიკური ეფექტით," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს ლევან ზანდარაშვილი.

ლევანმა, რომელიც ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობს, უმაღლესი განათლების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე დაიწყო.


იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS