OTHER SIDE ახალი ბრენდია, რომელიც ყოფილმა მოდელმა ხატია მჭედლიძემ და ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ შექმნეს. საინტერესო კონცეფციის კოლექციის უკან, ხატიასა და ლევანის ხასიათი იმალება – დახვეწილი, ელეგანტური და სპორტული სტილის შესანიშნავი სინთეზი.
თავად აღნიშნავენ, რომ მათი ნამუშევრებისწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ სტილს არ იცავენ.
ასე იქცა ერთი ლამაზი წყვილის სიყვარულის ამბავი საინტერესო ბრენდის შექმნის ისტორიად, რომლის პირველი ნამუშევრების შეფასების საშუალებაც გვაქვს ექსკლუზიურად ჩვენს ჟურნალში.
- პრესაში ხშირად აღნიშნავენ, რომ ლამაზი წყვილი ხართ... როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- იტალიაში
სათამაშოდ ახალი წასული ვიყავი. ერთ დღესაც, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ხატია. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე მივწერე და აქედან დაიწყო ყველაფერი.
იხილეთ ვრცლად: