16 ივნისი, 2017
ლიკა ქორქია: "ბახვა ბრეგვაძემ მალე მიმატოვა"
ლიკა ქორქიას გარეშე "რუსთავი 2"-ის გასართობი პროექტები წარმოუდგენელია. უმშვენიერესი ლიკა წელს "იქს ფაქტორის" წამყვანად მოგვევლინა. ის პროექტში კონკურსანტების ახლობლების გამხნევებაზე ზრუნავს. Ambebi.ge ლიკა ქორქიას ესაუბრა:,

- "იქს ფაქტორის" წამყვანი პირველად ვარ, ვფიქრობ რომ "ნიჭიერი" და "იქს ფაქტორი" განსაკუთრებული მუხტის მატარებელი გადაცემებია და მადლობას ვუხდი ჩემს არხს, ამ მუხტის ნაწილი რომ გამხადა. მე გულშემატკივრების ოთახის წამყვანი ვარ, სადაც ძირითადად მეგობრები და ოჯახის წევრები იკრიბებიან, ისინი სულ ტონუსში არიან და ისეთი მუხტი მოდის, რომ მათთან ერთად მეც
ვნერვიულობ. მეწყვილეებშიც მიმართლებს, მაგრამ "იქს ფაქტორში" ჩემმა მეწყვილემ, ბახვა ბრეგვაძემ მალე მიმატოვა, ერთი გადაცემის შემდეგ მითხრა, კარგად იყავიო და სხვა ოთახში გადავიდა. 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS