ყველა ქალს სურს, სტანდარტული, სექსუალური ფორმები ჰქონდეს, მაგრამ მოდელის ფიგურის შენარჩუნება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით რთულია გაუმკლავდე ზედმეტ კილოგრამებს, როცა საქმე საქმიან ქალბატონებს ეხებათ. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, უძილობა, ბევრი საქმე, სამსახური და ისევ სამსახური, ნამდვილად არ მიეკუთვნება მიმზიდველი ფიგურისთვის ხელისშემწყობ ფაქტორებს. ჩვენ დიეტასა და დიეტისთვის საჭირო მოტივაციაზე ნანუკა ჟორჟოლიანს ვესაუბრეთ.
- ხართ თუ არა ფასტ-ფუდების მოყვარული?- არა, ვფიქრობ, კარგი იქნება, ყველამ ამოიღოს კვების რაციონიდან ე.წ. ფასტ ფუდები, იმიტომ, რომ ცელულიტებს აჩენს.
- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?- არა, მსგავს დეტალებს არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. თუმცა, ყოველთვის ვუკვირდები, რამდენ კალორიას შეიცავს და რა რაოდენობითაა შაქარი ამა თუ იმ პროდუქტის შემადგენლობაში. ძირითადად, ყურადღებას ვაქცევ შაქრის შემცველობას.
იხილეთ სრულად: