მაგდა ვასაძე აუტსაიდერებში ზედიზედ მეორედ იდგა, ის პროექტის დატოვებას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვარაუდობდა, სამწუხაროდ ამჯერად ვარაუდი გაუმართლდა.
ჟიურის გადაწყვეტილებას პროექტში "mix2ra"-ს დატოვების შესახებ, შოუს მაყურებელი დადებითად შეხვდა. ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ მაგდა ვასაძე უკვე შემდგარი მომღერალია და სხვა კონკურსანტებთან შედარებით, უპირატესობები ჰქონდა, კომენტარებში აღფრთოვანებას გამოხატავენ:
AMBEBI.GE მაგდა ვასაძეს ესაუბრა:
- მაგდა, ელოდით პროექტის დატოვებას?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამ ლაივ-კონცერტზე ორჯერ ვიყავი აუტსაიდერი, გეტყვით რომ ეს შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. არ მყავდა ისეთი ხალხი, ვინც დაჯდებოდა და მესიჯებს გამომიგზავნიდა. მაგრამ ეს პროექტი ადამიანის ზარზე არ არის დამოკიდებული. უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ აქ ეს მეტი არ გაკეთდებოდა.
იხილეთ სრულად: