- როგორი ბავშვი იყავით?
- ცელქი, ცნობისმოყვარე და მქონდა ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი. ძალიან კარგად შემეძლო წაკითხულის შინაარსის გადმოცემა. სკოლაში ვსწავლობდი საშუალოდ, მეტიც, შეიძლება ითქვას, საშუალოზე უფრო ცუდად, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებს.
- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
- არ ვიცი, არ მახსოვს... აა, გამახსენდა მინდოდა, მე და ჩემს ძმას გვქონოდა ცირკი.
- ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე, ინგლისური.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამდვილი წარმატება?
- ეს იყო მაშინ, როდესაც ფილმში "ძნელი დასაწყისი" წარმატებით გავიარე ქასტინგი და დამამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ როლზე.
- ზოგადად, რა არის თქვენთვის წარმატება?
- წარმატებაა, როდესაც საკუთარ თავს ფლობ მაქსიმალურად, იცნობ საკუთარ თავს და იცი შენი შესაძლებლობები. წარმატება არის საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოყენება, წარმატებული ხარ, როდესაც არ გეშინია გამოავლინო შენი შესაძლებლობები.
- ყველაზე მეტად თქვენი რა თვისება დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?
-არ ვიცი...
-რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს წარსულში და საერთოდ, შეცვლიდით თუ არა რამეს?
-არაფერს არ შევცვლიდი, რომ არ გამევლო ის, რაც გავიარე, არ ვიქნებოდი დღეს ის ია, ვინც ვარ.
-ყველაზე მეტად რამ დაგაბრკოლათ კარიერული წინსვლის პროცესში?
-საკუთარმა თავმა.
-საკუთარი კეთილდღეობისთვის, ოდესმე სხვისთვის მიგეყენებიათ ოდესმე ზიანი?
-არა რა თქმაუნდა, რა სისულელეა?!
-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
-მომზადება, მზად ყოფნა და ზუსტი მომენტის დაჭერა.
მერიემ კაკაურიძე