12 ივნისი, 2017
ია ფარულავას წარმატების ფორმულა
წარმატება მეტნაკლებად ინდივიდუალურად აღქმადი მცნებაა, თუმცა ია ფარულავას წარმატებულობას ყველა ერთხმად აღიარებს. იამ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა სფეროში  წარმატებას მიაღწია.

- როგორი ბავშვი იყავით?

- ცელქი, ცნობისმოყვარე და მქონდა ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი. ძალიან კარგად შემეძლო წაკითხულის შინაარსის გადმოცემა. სკოლაში ვსწავლობდი საშუალოდ, მეტიც, შეიძლება ითქვას, საშუალოზე უფრო ცუდად, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებს.

- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

- არ ვიცი, არ მახსოვს... აა, გამახსენდა მინდოდა, მე და ჩემს ძმას გვქონოდა ცირკი.

- რომელი საგანი გიყვარდათ გამორჩეულად?

- ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე, ინგლისური.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამდვილი წარმატება?

- ეს იყო მაშინ, როდესაც ფილმში "ძნელი დასაწყისი" წარმატებით გავიარე ქასტინგი და დამამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ როლზე.

- ზოგადად, რა არის თქვენთვის წარმატება?

- წარმატებაა, როდესაც საკუთარ თავს ფლობ მაქსიმალურად, იცნობ საკუთარ თავს და იცი შენი შესაძლებლობები. წარმატება არის საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოყენება, წარმატებული ხარ, როდესაც არ გეშინია გამოავლინო შენი შესაძლებლობები.

- ყველაზე მეტად თქვენი რა თვისება დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

-არ ვიცი...

-რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს წარსულში და საერთოდ, შეცვლიდით თუ არა რამეს?

-არაფერს არ შევცვლიდი, რომ არ გამევლო ის, რაც გავიარე, არ ვიქნებოდი დღეს ის ია, ვინც ვარ.

-ყველაზე მეტად რამ დაგაბრკოლათ კარიერული წინსვლის პროცესში?

-საკუთარმა თავმა.

-საკუთარი კეთილდღეობისთვის, ოდესმე სხვისთვის მიგეყენებიათ ოდესმე ზიანი?

-არა რა თქმაუნდა, რა სისულელეა?!

-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

-მომზადება, მზად ყოფნა და ზუსტი მომენტის დაჭერა.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS