მისი შეჩერების მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა.
"ხელოვნური სუნთქვის" ეთერში დაბრუნების შესახებ, ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამართლდა.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ხელოვნური სუნთქვა" შესაძლოა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაგრძელდეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "რეიტინგი" პროდუსერ, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა:
- ბატონო ირაკლი, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ხელოვნური სუნთქვა" "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაგრძელდება, ადასტურებთ?
- გვქონდა კონტაქტები და მოლაპარაკებები "საზოგადოებრივ მაუწყებელთან". როდ
- ვისთან აწარმოებდით მოლაპარაკებას?
- მოლაპარაკება გვქონდა პროდუსერებთან. მაგრამ როგორც ჩანს პოზიტიურად არ გადაწყდება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის სახით აპირებდით "ხელოვნური სუნთქვის" გადაღებას?
- გვქონდა ეს იდეა, მაგრამ ფილმსაც ფინანსები სჭირდება. "რუსთავი 2"-ში ახლა მძიმე ფინანსური მდგომარეობაა შექმნილი და ამ პროექტის გადაღებას ვერ მოვახერხებთ.
- "ჩემი ცოლის დაქალებსაც" შეეხო ფინანსური პრობლემა?
- რა თქმა უნდა. არხზე ფინანსური პრობლემაა და ყველაფერს შეეხო ეს.