თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ყველას აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება, ოჯახური მდგომარეობა, თუმცა საკუთარი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს.
თამთა ინტერვიუებში ამბობს, რომ საქართველოდან პირად დრამას გაექცა. მისი მეუღლე ბიზნესმენი
შმაგი ხაჭვანი გახლდათ. თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, 18 წლის ანი ხაჭვანი ჰყავთ.
"მარაო.ჯი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შმაგი ხაჭვანთან:
– შმაგი, რა ასაკში შექმენით ოჯახი თქვენ და თამთამ? –
მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად.
როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის. წელს დაამთავრა სკოლა, ჯერ გამოცდებს აბარებს და ამ ზაფხულსაც ველოდები.
იხილეთ სრულად: