09 ივნისი, 2017
შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი "იღბლიანი ბორბალის" დახურვის შემდეგ - "კარგიც არის ასე რომ მოხდა"
მსახიობი შორენა ბეგაშვილი რამდენიმე კვირის წინ მაყურებელს დაემშვიდობა. ამის მიზეზი "იღბლიანი ბორბალის" დახურვა გახდა. გადაცემის წამყვანები შორენა ბეგაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი იყვნენ. "იღბლიანი ბორბალის" დახურვის მიზეზად, არხზე არსებული ფინანსური კრიზისი სახელდება. გადაცემის დახურვის შემდეგ, შორენა ბეგაშვილმა პირველი კომენტარი "რეიტინგთან" გააკეთა.

- შორენა, იცოდით გადაცემის დახურვა რომ იგეგმებოდა?
- წინასწარ არ ვიცოდი ჩემი გადაცემა თუ დაიხურებოდა "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდა. რაღაცეები იცვლება ყველა არხზე და წინასწარ ვერაფერს გაცვლი. გული დამწყდა, რადგან 7
წელი ვმუშაობდი ამ გადაცემაზე. ვერ ვიტყვი, რომ ვთქვა არ მიყვარდა, ასე არ იყო. ძალიან მიყვარდა ეს გადაცემა, მაგარი ჯგუფი გვყავდა, პროდუსერებიდან დაწყებული ოპერატორებით დამთავრებული ყველა პროფესიონალი გახლდათ. ვანიკოზე არაფერს ვამბობ, ძმასავით მიყვარს.

- გავრცელდა ხმები, რომ "იმედზე" გადახვედით...
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. უბრალოდ გადაცემაში მივედი სტუმრად.

- რას აკეთებთ ახლა?
- დავდივარ სხვადასხვა გადაცემებში და მაქვს სარეკლამო გადაღებები. დანარჩენ დროს მთლიანად ჩემს შვილს, ევას ვუთმობ.

- როგორ არის ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- არაჩვეულებრივად არის. სხვას ვერაფერს გეტყვით.

- რა გეგმები გაქვთ?
- ჯერ არაფერი არ ვიცი. დატვირთული წელი მქონდა, ღამით ჩამოვდიოდი თურქეთიდან გადაცემას ვწერდი და დილით ისევ უკან ვბრუნდებოდი. კარგიც არის ასე რომ მოხდა, ზაფხული მოდის, ცოტას დავისვენებ და სექტემბრიდან არ ვიცი რა იქნება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS