09 ივნისი, 2017
"ნიკამ თქვა, რომ თუ რაღაცები ვერ შესრულდა, ის დატოვებდა თანამდებობას" - რას ამბობს უდუმაშვილი მისი და გვარამიას უკრაინულ ვიზიტზე?
მეორე დღეა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. 8 ივნისს, საღამოს გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა თავად გვარამიას ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, გუშინ ტელეკომპანიაში თათბირი გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა გვარამიამ დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობას ბიზნესმენი და პარლამენტარი კობა ნაყოფია დაიკავებდა, თუმცა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო.

ერთ-ერთი ინფორმაციით,
გვარამიას ტელეკომპანიიდან წასვლა მისი და "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის უკრაინაში ვიზიტისას, სააკაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.

ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების გასარკვევად, ზაალ უდუმაშვილს დავუკავშირდით, რომელიც დიდი ალბათობით, მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას და თბილისის მერის პოსტზე იყრის კენჭს.

- რას გვეტყვით, ბატონო ზაალ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში?
- არაფერიც არ ხდება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მუდმივად გვაქვს თათბირები, რადგან მოგეხსენებათ, ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემებია, რაც უნდა გადაილახოს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS