- შემოდგომა-ზამთრის მოდური ტრენდია კუბოკრული ქსოვილები, უპირატესობა ენიჭება რეტროსტილს, ანუ ძველ სტილს ბებოს გარდერობიდან. ბეწვი შემოდგომა-ზამთრის ტენდენციებში ყველაზე
- რომელი ფერებია წელს მოდაში?
- არ არსებობს სეზონი, რომლის ერთ-ერთი მოდური ტენდენცია შავისა და თეთრის კომბინაცია არ იყოს. ეს ფერები დომინირებს თითქმის ყველა დიზაინერის კოლექციებში, თუმცა ასევე აქტუალურია მუქი ლურჯი და ზოგადად მუქი ტონები, ფირუზისფერი, წი-თელი, თეთრი და ვარდისფერი.
- როგორი ფორმის, სიგრძის შარვლებისა თუ კაბების ჩაცმას გვირჩევთ?
- მოდაშია თავისუფალი სტილის შარვლები ამაღლებული წელით, რომელზეც აქცენტი კეთდება ქამრით. ქვედაბოლოებია ქალური და დახვეწილი, გრძელი, დაშვებული და ჰაეროვანი, ასევე მოკლე ქვედაბოლოები მუხლს ზემოთ, აქაც აქცენტი კეთდება მაღალ წელზე. ძალიან თანამედროვეა გიპიურის შარვლები და ქვედაბოლოები, სხვადასხვა ქსოვილის ჩადგმები.
- ცივ სეზონზე რას მივანიჭოთ უპირატესობა – პალტოებს, ქურთუკებს, თუ...
- ცივ სეზონზე აქტუალურია ბეწვით გაწყობილი, ასევე ნატურალური ბეწვითა და ტყავით გაწყობილი პალტოები, პალტო-მოსასხამები. ქუდები: ბერეტები, ყურიანი ბეწვის ქუდები, ფაფახები, ნაქსოვი ფუმფულა ქუდები და ასევე შლაპები.
- წლევანდელი სეზონის ჰიტი მაქმანები, საყელოები, მეტალით გაწყობილი სამოსი ინარჩუნებს აქტუალობას?
- კი, აქტუალურია მაქმანები და დეკორატიული საყელოები ორიგინალური ფორმებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული შარფები დახვეწილი დეტალებით, ლითონის ფერები, ოქროსა და ვერცხლის ფერებში გადაწყვეტილი ნაწარმი.
- როგორ ჩექმასა და ფეხსაცმელს მივანიჭოთ უპირატესობა?
- ფეხსაცმელი მახვილი, წვეტიანი ცხვირებით, კოვბოური ჩექმები მაღალი ყელითა და წვრილი ცხვირით, მყარი განიერი ქუსლით. პრაქტიკული ქალებისთვის - ტანკეტკები. მისაღებია უცხო დეკორი, რომანტიკული ბაბთები, თასმები, კნოპები.
- არ გამოვტოვოთ აქსესუარებისა და ჩანთების თემა. საკითხი, რომელიც ყველა ქა-ლისთვის მნიშვნელოვანია...
- მოდაშია მუქი ბორდოსფერი, მუქი მწვანე, სტაფილოსფერი, მარჯნისფერი, მეტალისფერი, ხბოს ტყავის გლუვი ჩანთები, სწორკუთხოვანი, სიმაღლეში წაგრძელებული, გეომეტრიული ფორმებით, ქლაჩები ჯაჭვის სახელურით. რაც შეეხება აქსესუარებს, ეს დეტალი დიდ როლს თამაშობს ქალის გარდერობში. მარგალიტი სეზონის ჰიტია ყველა ასაკის ქალისათვის, კეთდება და ეწყობა ყველანაირ აქსესუარზე, ასევე აქტუალურია დიდი ზომის საყურეები, მასიური სამაჯურები, ჯაჭვები. აგრეთვე მნიშვნელოვანია ქამრები, რომლებიც სადა ჩაცმულობას გამოაცოცხლებს და მოდურ იერსახეს მისცემს. სხვადასხვა ზომის, ფორმის თუ ფერის ქამარი თუნდაც შავ პატარა კაბას მეტად ეფექტურს გახდის.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















