19 ნოემბერი, 2013
ვინ გადაიღო გეების შიშველი ფოტოები
სამწუხაროა, რომ საქართველოში ჩემს ნამუშევრებს მხოლოდ ტიტლიკანა გოგონებად აღიქვამენ და ძალიან ცოტას თუ ესმის როგორც ხელოვნება ის 26 წლის არის, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული გზა გაიარა. 14 წლამდე მშობლებთან ერთად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მშობლიური ენა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისწავლა. მართალია, უკვე ბევრი წელია საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. რეზო ოზერი - ასე იცნობს საზოგადოება ახალგაზრდა ფოტოგრაფს. არ მოსწონს, როდესაც მხოლოდ შიშველი გოგონების ფოტოგრაფად იცნობენ, რადგან სიშიშვლე მისთვის მხოლოდ ხელოვნებაა და
გული სწყდება, რომ ასე საქართველოში მცხოვრები ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს. ერთი წლის წინ გეების ნუდი (შიშველი) სერია გადაიღო, თუმცა მათ სთხოვეს, რომ მათი ფოტოები არ გავრცელებულიყო. რეზომ ერთი ფოტო მაინც მოგვაწოდა, ოღონდ მოდელებს თვალები დაფარული აქვთ.

- რუსეთში დავიბადე და გავიზარდე. მშობლებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. დედა ეროვნებით რუსია, მამა - ქართველი. საქართველოში საცხოვრებლად 2000 წელს 14 წლის ასაკში დავბრუნდი. ენა არ ვიცოდი, აქ დავიწყე სწავლა. ქვეყანაში არეული სიტუაცია იყო, რაც ძალიან უცხო გახლდათ ჩემთვის. ძნელია აქ ცხოვრება, მით უმეტეს ხელოვანისთვის. როდესაც ადამიანი მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაშინ საქართველო ცუდი ქვეყანა არ არის. თუ ხელოვნებაში გინდა აღიარება, მაშინ რთულია.

Rating

- საბჭოთა კავშირში ცხოვრების წლებს როგორ გაიხსენებდით?
- ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. ძირითადად ეკატერინბურგში ვცხოვრობდით, მაგრამ არასოდეს მქონია მუდმივი საცხოვრებელი სახლი ან მეგობრების წრე, რადგან სულ ვიცვლიდით ადგილს, სკოლებს. მამა ხან სად შოულობდა სამსახურს, ხან სად. ბუნებით ავანტიურისტია, მოსწონდა მოგზაურობა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. მყავს ერთი და, მარიამ ღვედაშვილი. ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფია, რუსეთში სამხატვრო სკოლა დაამთავრა. შეიძლება, საქართველოში არ იცნობდნენ, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც ბავშვების ფოტოებზე მუშაობს. მისი ფოტოები ამერიკაში, ჩინეთში სხვადასხვა ჟურნალში იბეჭდება და სხვათა შორის, საქართველოსთან შედარებით, ამ ქვეყნებში ფულსაც შოულობს საკუთარი შემოქმედებით.

Rating

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?
- უმაღლესში არ ჩამიბარებია, მუშაობა დავიწყე. იმ დროს აზრი არ ჰქონდა არსად ჩაბარებას, რადგან სტუდენტები უბრალოდ დადიოდნენ. პირველმა ხელფასმა დამოუკიდებლობა მომიტანა. სანამ ჩემი თანატოლები სწავლობდნენ, მე ვმუშაობდი და 18 წლის ვიყავი, ფოტოგრაფიაზე ფიქრი რომ დავიწყე. ძველი, გაფუჭებული ''ზენიტი'' მქონდა, ეს აპარატი სახლში ვიპოვე, ბავშვობაში ფოტოებს ამით მიღებდნენ. მოგვიანებით ფული შევაგროვე და კარგი ფოტოაპარატი ვიყიდე. თავიდან პორტრეტებს ვიღებდი. ჩემთვის ასაკსა და სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია, ადამიანში ხასიათი დამენახა. კარგად გამომდიოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ეს ჩემი არ იყო და ერთი პერიოდი შიშველი ნატურის გადაღება დავიწყე. შერეულად ვიღებდი ქალაქის პეიზაჟებსაც.

Rating

- არ გაგიჭირდა საქართველოში შიშველი მენატურეების მოძებნა?
- ძალიან... წელიწად-ნახევრის განმავლობაში არაფერი გამომდიოდა. პირველი სირთულე იყო სხეული, მით უმეტეს, თუ ლამაზი მოდელი არ გყავს. ლამაზი გოგონას გადასაღებად კი ის ჯერ ახლოს უნდა გაიცნო. სამი თვიდან ერთ წლამდე მაინც მჭირდებოდა, რომ გადაღებაზე დამეთანხმებინა. ზოგადად, ვისაც ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, ან კარგად არის გათხოვილი, ან ეძებს იმ ადამიანს, ვისზეც უნდა გათხოვდეს და სახელის ''გაფუჭება'' არ სურს. სამწუხაროა, რომ საქართველოში ჩემს ნამუშევრებს მხოლოდ ტიტლიკანა გოგონებად აღიქვამენ და ძალიან ცოტას თუ ესმის როგორც ხელოვნება.

Rating

- სად მართავთ ფოტოსესიებს?
- ამინდს გააჩნია, მაგრამ ბოლო დროს ძირითადად სახლში, რადგან ადამიანი ამ დროს უფრო კარგად იხსნება. როდესაც უცხო ადამიანი კამერის წინ იხდის, ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. ფოტოებზე ხელოვნურობა არ უნდა გამოჩნდეს. არიან გოგონები, რომლებიც გადაღების დროს მეუბნებიან, რომ სახე არ გამოვუჩინო, მაგრამ ბევრს ფეხზე ჰკიდია. იყო შემთხვევა, როცა ძალიან ლამაზი ფოტოები გადავიღე და მოდელმა ბოლო წუთს გადაიფიქრა. თუ ადამიანს არ უნდა, მისი შიშველი სურათები არსებობდეს, მაშინვე ვშლი. იყო შემთხვევაც, როცა ერთ გოგონას გადავუღე და როგორც აღმოჩნდა, ეს ამბავი მეგობარ ბიჭს დაუმალა. ის ბიჭი ჩემთან მოვიდა და ფოტოების წაშლა მთხოვა, ამისგანაც პრობლემა არ შემიქმნია. მე ის უფრო მწყინს, ადამიანებს ისე უჭირთ ამ ქვეყანაში ყოფნა, რომ რაღაცის გაკეთება უნდათ და ვერ აკეთებენ. ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, შენზე ისეთი რაღაცები მსმენია, რომ ფოტოს არ გადაგაღებინებო.
- შეგიძლია გვითხრა, ძირითადად რა ფიზიკური ნაკლი აქვთ ქართველ გოგონებს?
- რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ექნება კარგი სხეული და თან საინტერესო ტიპაჟი იქნება. საქართველოში ფიზიკურად კარგად ჩამოყალიბებული გოგონები აზრობრივად არასწორად ყალიბდებიან. ისინი მატერიალისტები არიან და ცხოვრებისგან გამორჩენას ეძებენ. ასეთი ადამიანის გადაღება არ მიყვარს და აზრიც არ აქვს.

Rating

- რეზო, გეისერიაზე ვისაუბროთ, ეს ადამიანები გადაღებაზე როგორ დაითანხმეთ?
- მრავალფეროვანი სამეგობრო წრე მყავს. ეს ბიჭები ერთ-ერთ გოგონასთან გავიცანი. შევთავაზე, რომ გეინუდის გადავიღებდი, თუმცა ერთი უარზე იყო. ვეცადე, ესთეტიკურად გადამეტანა ფოტოებზე. ამით საზოგადოებისთვის იმის ჩვენება კი არ მინდოდა, რომ გეები იყვნენ, მთავარი იყო, მამაკაცის სხეულის სილამაზე დამენახვებინა. როდესაც ოთახში შევედი და გახდილები დამხვდნენ, რამდენიმე წამის განმავლობაში ცოტა მეუცხოვა, მაგრამ ვიცოდი, ასე თუ გაგრძელდებოდა, ფოტოებს ვერ გადავიღებდი. გოგონებს ეს სერია ძალიან მოეწონათ. შემდეგ გეები და ბისექსუალები სოციალურ ქსელში მეგობრობას მიგზავნიდნენ. ვეუბნებოდი, რომ ეს იყო მხოლოდ გადაღება და ჩემს ორიენტაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მთავაზობდნენ, რომ ისინიც გადამეღო. ჩემი მეგობარი ბიჭები ამ ფაქტს ცოტა სხვანაირად შეხვდნენ. პატარა ზიზღის მომენტი გაუჩნდათ, მაგრამ ცალ-ცალკე რომ ვესაუბრებოდი, პოზიტიური რეაქცია ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში აზრის დაფიქსირება უჭირდათ.
- ახლა რის გადაღებაზე ოცნებობ?
- მინდა, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო და ანდერგრაუნდის თემებში მცხოვრები ტიპები გადავიღო. პანკები, როკერები, ნეოფაშისტები. არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ცალკე, სხვა გარემოში ყალიბდება და ამ დროს მათში ბევრი საინტერესო თვისება ჩნდება. ეს კი ფოტოებზე უნდა დაინახო. ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრებაა. მივხვდი, რომ ამით საქართველოში ფული არ უნდა ვიშოვო, რადგან იმას ვერ გადავიღებ, რაც მე მინდა და მათ სურვილებს რომ დავუჯერო, ხელს გავიფუჭებ. ფული არაფერია, მირჩევნია, მშიერი ვიჯდე და ფულის გულისთვის საკუთარ თავს არ გავექცე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნათია
ვერ გავიგე, რას უწოდებენ ხელოვნებას? რაც უფრო ეპატაჟური ხარ, მით უფრო აინტერესებ საზოგადოებას. ეს არის და ეს. ამას ხელოვნებასთან არა და გარყვნილების პროპაგანდასთან კი აქვს პირდაპირი კავშირი.თუ ასეთი სურათების ცქერა სიამოვნებას გგვრით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! დამილოცნიხართ!
16:12 / 27-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოშრევანი
"ელლა" - შე ბნელა! "მართალა"-ს რას ემართლები. ეს შენ წადი საქართველოდან. რადგან გეების და ლესბოსელების კი არ არის საქართველო, პირიქით მართალი და ნორმალური ხალხის არის. წადი და გადაშენდი შენი გარყვილი აზროვნებით
16:24 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
პაატა
წავიკითხე სტატია და სიმართლე გითხრათ ამ ადამიანის ანუ ვინმე რეზოს საქციელი ჩემი აზრით, აქ რომ ცენზურა არ დავარღვიო ასე დავწერ ანუ მიუღებელია!!! და იმიტომ კი არა რომ შიშველ ნატურას იღებს ან სექსუალური ორიენტაციის "დაბრეცილ" დეტალებს რომ ფოტოზე გადმოცემს (ვისაც აქვს სურვილი რომ უკანალში პენისით აწვებოდნენ და თან ამ დროს უღებდნენ ის თავად მოძებნის ისეთ ფოტოგრაფებს და ეგრეთწოდებულ "ხელოვანებს" როგორიც თვით "რეზიკოა")... არა! ამისთვის დასაძრახი სულაც არ არის ( ეს მათი პრობლემაა ან ვინ იცის კიდევ იქნებ ბედნიერებაც)!... არამედ იმისთვის რომ ხრწნის იმ ადამიანების ფიზიკურ და სულიერ მხარეს ვიზეც გავლენას ახდენს ეს(როგორ დიდი სურვილი მაქვს აქ ყველაფერი ის დავწერო რასაც ვფიქრობ და ვერცკი წარმოიდგენთ როგორ მინდა მერე რეალობაში სისრულეში მოვიყვანო) ადამიანი, ანუ მე არაერთხელ ამოვიკითხე სტატიაში რეზოს მხრიდან გოგონების თუ ბიჭების გადმობირების მიზნით ნათქვამი სიტყვები. "ლამაზი გოგონას გადასაღებად კი ის ჯერ ახლოს უნდა გაიცნო. სამი თვიდან ერთ წლამდე მაინც მჭირდებოდა, რომ გადაღებაზე დამეთანხმებინა" ეს ამ ადამიანის სიტყვებია!... ხომ არ მეშლება? ხოდა ზუსტად რომ არ მეშლება ასე ვიტყვი... დაბრმავდა საზოგადოების დიდი ნაწილი ბლიად !!!! კიბოს მეტასტაზებივით მოედვნენ ეს ხორცმეტები და პარაზიტები ჩემ სამსშობლოს.... ხალხს შვილები ეზრდებათ... არ აკლებენ არაფერს ანუ არც ზრდილობის ცოდნას, არც კაცთმოყვარეობას და არც მეგობრების სიყვარულის გათვიცნობიერებას... მშობლები დღის მანძილზე თავის შვილებს ყველგან ვერ გააკონტროლებენ იმისთვის რომ საღი რჩევები მისცენ, ყველა ნორმალური მშობელი დამეთანხმება ამაში... გაიზრდებიან და ცხოვრების მძიმე ეტაპზე გადავლენ, გაიცნობენ ადამიანებს და შემთხვევით თუ "ფეხი წამოკრეს" სამეგობრო წრეში რეზოს ნაირ ადამიანს და ამ უკანასკნელს თვალში მოუვიდა ვინმე ლამაზი გოგონა სამი თვე ან ერთი წელი უნდა სდიოს და კეროს იმის გულისთვის რომ გახადოს და ფოტოები აჩხაკუნოს? და ეგრეთწოდებული ხელოვნების ნიმუშად აქციოს? ამ ბავშვების მშობლებისთვის ზოგისთვის შეიძლება ეს ხელოვნება იყოს მაგრამ ზოგისთვის არა! მითუმეტეს თავად ამბობს რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობას მსგავსი ფორმა არ ესმით... (ხოდა გაგვანება თავი რეზო და წადი იქ სადაც გაგზარდეს მშობლებმა და სადაც უკანალში "ტკაცატკუცის" ესმით და თან ამას მამაკაცის სხეულის სილამაზეს რომ ეძახიან ) და საზოგადოების უმეტეს ნაწილს ეს რომ არ გვესმის სამწუხაროა?
10:35 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
იმანო! ამ პოსტზე სრულიად შემთხვევით ფოტო საიტი გრაფი_დან შემოვედი და არა თქვენი "ტრაკების" სანახავად... შედი ამ ლინკზე და წაიკითხე რაც დავწერე http://www.graf.ge/?showtopic=15027&st=0&gopid=133539&#entry133539
10:33 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
Ani
Ra aris lamazi? Me-3 suratze silamazes naklebad agiqvams adamiani.ori geis seqsualuri scena.amashi matshi xedavt xelovnebis egzempliarebs?tanamedroveoba garyvnilebashi nu gerevat nichierebo.
15:47 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელლა
შენისთანა აზროვნების ადამიანის ადგილი არაა საქართველოში.... წაბრძანდი მართლა უნიჭო არარაობავ....
15:20 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
იმანო
მართალა და ირაკლი თუ არ გინდათ გაიარეთ და ნუ ათვალიერებთ... რადგანაც შემოხვედითდ ა ნახეთ, ესეიგი თქვენც ისევე გაინტერესებთ შიშველი ტაკუნების ნახვა, როგორც დანარჩენ "ანანისტებს" როგორც უკვე უწოდეთ სხვებს ;) რეზო მიდი... შენ იცი... მევასები... მე ის ვარ შენსავით რომ მტანჯავენ და მლანძღავენ :)))
10:57 / 26-11-2013
გამოხმაურება / 0 /
Martala
თამაზ. მანანა და ანანო და სხვა ანანისტებო! ხელოვნებას ეძახით შეშველი სასქესო ორგანოების ფოტოებს? წარმატებებს უსურვებთ ფალოსის და საშოს ნატურმორტებს? გაგირეკით უფრო მაგრად მაგრამ ჩვენ რას გვაბოლებთ თქვე ფარისევლებო?
21:34 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რეზოს ბავშვობიდან ვიცნობ, უფრო სწორად ჩემს თვალწინ გაიზარდა და არის ძალიან ნიჭიერი, წესიერი, კეთილი და უღალატო ადამიანი. რთულ საქმეს ისე ვერ შეეჭიდები და კრიტიკას ვერ გაუძლებ, თუ კარგი და ძლერი ადამიანი არ ხარ. რეზო მართლა ასეთია, აი ნახავთ. წარმატებები!!!
18:22 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანანო
რატომ ლანძღავ ამ ადამიანს ნატო? ის შემოქმედია და იმ თვალით უკურებს ადამიანებს რასაც შენ ვერასოდეს დაინახავ, ვერც მე დავინახავ მაგრამ ეს ადამიანი დაგვანახებს. ის ხელოვანია და არამგონია ხელოვნება სიბინდზურე იყოს. რეზო დიდ წარმატებებს გისურვებ და იმედია მიაგცევ იმას რასაც ცხოვრებაში მოინდომებ
13:48 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS