19 ნოემბერი, 2013
''ტვიდის ქურთუკი ბეწვის სახელოებით ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია''
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა ქალურობა დაკარგოს და კაცმა კაცურობა
თამუნა ინგოროყვა ერთ-ერთი წარმატებული ქართველი დიზაინერია, მისი ნამუშევრები საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მისთვის მიგვემართა და მოდის თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრა. ჩვენი რესპონდენტისგან ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებთ.

- რა იქნება აქტუალური წლევანდელ ზამთარს?
- წლევანდელი ზამთარი ძალიან პასტელურია, თუმცა აქტუალობას შავიც ინარჩუნებს. ყურადღებას გავამახვილებ ქურთუკებზე. თუ გნებავთ, კარგად გამოიყურებოდეთ, კარგი იქნება პასტელური, მაგრამ თავისუფალი დგომისა და კონსტრუქციის ქურთუკის მორგება, ასევე ძალიან მოდურია ბეწვით გაწყობილი
ქურთუკები და სხვადასხვაგვარი ბეწვის შეხამება. ვარდისფერი ტონალობა, ''ბეიბი პინკი'' და ასევე ''ბეიბი ბლუ'' ლიდერობს ამ სეზონის ფერთა გამაში, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები ორივე ფერი უფრო ზაფხულის ფერებია.
- როგორი სილუეტის სამოსია აქტუალური ამ სეზონზე?
- ფორმები ძირითადად თავისუფალია, მაღალი წელი ინარჩუნებს პოზიციას, პიჟამას ფორმის თხელი, აბრეშუმის ნაჭრისგან შეკერილი შარვლებიც შემოდის ამ სეზონზე. წელს მოდა იმდენად მრავალფეროვანია, რომ თავისუფლად შეგიძლიათ მოირგოთ თქვენთვის სასურველი და მიმზიდველი სტილი, მაგრამ ხაზგასმულად აქტუალური მაინც თავისუფალი ფორმის ქურთუკები, პიჯაკები და მაღალწელიანი შარვლებია. თუ აქამდე თეძომდე სიგრძის ზედატანები გვეცვა, ახლა უფრო მოდური გახდა წელზე დასრულებული ბლუზები, ჯემპრები.
- როგორი სიგრძის კაბაა მოდური?
- ამ სეზონზე სიახლეა ის, რომ კაბის სიგრძე მთავრდება შუა წვივზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ქალურია, თან ამ სიგრძის კაბის გამოყენება შეიძლება როგორც ქუსლიან და გამოსასვლელ, ასევე ყელიან და უფრო უხეშ ფეხსაცმელზე.
- რაც შეეხება ჩექმას, ამ სეზონზე სამხედრო დეტალები გააქტიურდა, თქვენ რას გვირჩევთ ამ მხრივ?
- სამხედრო ფორმის ყელიანი ფეხსაცმელი უკვე დიდი ხანია მოდაშია, მე ხაზს გავუსვამდი როკსტილის წამოწევას, რომელიც აქსესუარებშიც დომინირებს.
- როკსტილის ლიდერობა ხომ არ ნიშნავს, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი თუ ჩექმა ამ სეზონზე უკანა პლანზე გადადის?
- ბოლო წლებია, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ძალიან აქტუალური გახდა დაბალი ფეხსაცმელი. თუ ზაფხულის კოლექციებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ძირითადად დაბალძირიანი ფეხსაცმელი დომინირებს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის დარჩება ქალის გარდერობის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად. მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, მამაკაცების სამოსი ისეთი ხდება, რომ მისი ჩაცმა ქალსაც თავისუფლად შეუძლია. პიჯაკი წელში იმდენად გამოყვანილია, რომ ქალიც მოირგებს. შარვლები უფრო დავიწროვდა, ქალის სამოსში კი მამაკაცური დეტალები შემოვიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა ქალურობა დაკარგოს და კაცმა კაცურობა. ჩემი აზრით, ქალი რაც უფრო ქალურია, მით უფრო მომხიბვლელია.
- როგორც ამბობენ, წელს საკმაოდ აქტუალურია სქელი ნაქსოვი და ტვიდი, კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსი ჩავიცვათ?
- ტვიდი მართლაც აქტუალურია, ტვიდის შეხამება ძალიან კარგად შეიძლება ბეწვთან. ტვიდის კურთუკი ბეწვის სახელოებით ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია, ასევე - ტვიდის კაბები. გარდა ამისა, მე ძალიან მიყვარს შალი, წელს შემოვიდა ანგორაც და ჭრელი სამოსი, მე უბრალოდ არ მიყვარს ეს და სადა ან ზოლიან სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვი ამ სეზონის ჰიტია. თუ ცხოველის ბეწვის გამოყენება არ გინდათ, დღეს ტექნოლოგიები ისეა დახვეწილი, რომ შეგიძლიათ, ხელოვნური ბეწვისგან შეკერილი სამოსიც ჩაიცვათ.
- რაც შეეხება ჩანთებს...
- ამ მხრივაც მრავალფეროვნებაა, ჩანთები უფრო გაფერადდა, ქლაჩმა კი ფორმა შეიცვალა და ცოტა უფორმო გახდა. გეგონება, დიდი პარკი გიჭირავსო... ზოგადად, აქსესუარების ტენდენციებიც ძალიან მრავალფეროვანი გახდა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მოდა
მოდა ისა რაც მოგწონს და გიხდება ტვიდი არ მიყვარს არც ბეწვიანი ჯემპრები ფარტხუნა კაბები მოდა გოიობა ის ჩაიცვა რაც გიხდებაარამთუ სალდატისმაგვარი ჩექმები
00:18 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გურო
აუ ეს ინგოროყვა.ასეთი მახინჯი სახის ქალი არსებობს კი საქართველოში???????????
15:52 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS