14 აპრილი, 2017
მერაბ ამზოევის სიყვარულის ისტორია - „სოფოს მშობლებსა და ნათესავებს თავისი ეროვნების სიძე უნდოდათ, ამიტომ თავიდან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ“
„X ფაქტორის“ წლევანდელ მონაწილეებს შორის მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა მომღერალმა მერაბ ამზოევმა. როგორც აღმოჩნდა, მერაბმა მომღერლობა "შემთხვევით" დაიწყო. ის კარაოკე ბარში მუშაობდა წამყვანად და მისი სიმღერით მოხიბლულმა ცოლმა, ურჩია უფრო სერიოზულად მოკიდებოდა ამ საქმეს.

როგორც ვიცი, სამი წელია მღერით, როდის მიხვდით, რომ სიმღერა შეგეძლოთ?
- ნათესავებმა და მომღერლებმა მოისმინეს ჩემი ნამღერი და მითხრეს, გაქვს პოტენციალი, რომ მომღერალი გახდეო, მაშინ დავფიქრდი, რომ მართალს მეუბნებოდნენ.

Rating



- გარდა სიმღერისა, რით ხართ დაკავებული? რას საქმიანობთ?
- ადრე ბარმენი ვიყავი,
ხმის ოპერატორი, კარაოკე წამყვანი და დილერი კაზინოში, სანამ შემთხვევით არ დავიწყე მუშაობა მომღერლად. ახლა მთელ დროს მუსიკას ვუთმობ.

- მეუღლემ, სოფია ქავთარაძემ  როგორც ჩანს, ცოტა იეჭვიანა სოფო ნიჟარაძის კომენტარზე, ხომ არ ინანა კონკურსში მონაწილეობა რომ გირჩიათ?
- არ უეჭვიანია, პირიქით უხარია და ყველანაირად მხარს მიჭერს.

- თქვენი მეუღლის ვიზუალმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია, მასზე რას იტყვით? რას საქმიანობს?
- თავისი პატარა საქმე აქვს, გასაჯაროება არ მინდა.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- კოლეჯში ვსწავლობდით ერთად, ის - სასტუმრო საქმეზე, მე - ბარმენობაზე. 2011 წელს დავიწყეთ ურთიერთობა. სოფოს მშობლებსა და ნათესავებს თავისი ეროვნების სიძე უნდოდათ, ამიტომ თავიდან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. მაგრამ მერე გამიცნეს და პრობლემა მოგვარდა, ოჯახში მიმიღეს(იცინის).


- როგორ დაითანხმე მისი მშობლები და ნათესავები? დიდი დრო დაგჭირდა მათ მოსახიბლად?
- უბრალოდ ვიყავი ის, ვინც ვარ და ვუთხარი, რომ მიყვარდა მათი შვილი. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.
Rating
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- მინდა, წარმატებით ჩაიაროს "X ფაქტორმა" და ბოლომდე დავანახო მაყურებელს ჩემი შესაძლებლობები, გავიცნო კარგი ადამიანები და ვეცადო, განვახორციელო დასახული მიზნები.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ელო
გოგოც დახატულია და კი უპოვნია ვარსკვლავ ბიჭუნაც. აბააა.
22:50 / 18-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOTIKA
იბედნიერეთ!!!გამრავლდით!!! და თქვენზე მეტი ლამაზი და ჭკვიანი შთამომავლებით გააძლიერეთ საქართველო!!!
19:53 / 15-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
საყვარელი და ლამაზი წყვილია,იბედნიერეთ! გოგო-დახატულია!
18:31 / 14-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS