1 წლის წინ, როცა თათია დოლიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე და საქართველოში კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა, მის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო.
საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა
ცოტა ხნის წინ კი ახალი, სრულიად განსხვავებული გამოწვევის წინაშე დადგა: მეგაშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა შესთავაზეს და ფიქრის შემდეგ დათანხმდა. სულ მალე საცეკვაო შოუს მეშვიდე სეზონი დაიწყება და ამ ლამაზსა და ჭკვიან გოგონას მაყურებელი პროფესიონალ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად სცენაზე იხილავს.
- ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ბევრი ვიფიქრე ამაზე. საერთოდ ხელოვნება და მისი ნებისმიერი დარგი მიყვარს, მაგრამ ცალკე ცეკვა-სიმღერასთან დიდი შეხება არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს და ბავშვობაში გამომდიოდა კიდეც ეს ყველაფერი... დედაჩემს სამხატვრო სტუდია აქვს და ვხატავ. მაგრამ ხომ ვამბობ, ხელოვნებისთვის დრო არასდროს მქონია იმის გამო, რომ საკმაოდ მცირე ასაკიდან მეტ დროს სწავლა-განათლებას ვუთმობდი. გონებას ვავარჯიშებდი, ვიდრე სხეულს... თუმცა ბალერინობა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ არც ბალეტზე მივლია. 21 წლის რომ გავხდი, დედამ ბალერინის ფორმაში დამხატა... ახლა ამ პროექტში ჩართვით, ვიფიქრე, ერთიანად ავინაზრაურებ ჩემი ბავშვობის დანაკლისს-მეთქი.
- პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე პირადად დაგიკავშირდათ?
- კი და შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ძირითადი პრობლემა დროსთან დაკავშირებით მქონდა. საერთოდ, უდროობას ვუჩივი, ქვეყნიდან გასვლა ხშირად მიწევს. ამიტომ ბევრი ვიფიქრე და ისეთი კონტრაქტი შევადგინეთ, რომლზეც პროექტის ორგანიზატორები გარკვეულ დათმობებზე წამოვიდნენ, რაც საბოლოოდ ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მაინც ვნერვიულობ, რამდენად მექნება საამისოდ დრო. იხილეთ სრულად