- ამ ეტაპზე კოლექციაზე მუშაობა შეჩერებულია, რადგან გადართული ვარ გადაღებებზე. როგორც კოსტიუმების მხატვარი, ვთანამშრომლობ არა მარტო ქართულ, არამედ
- გვითხარით, რა იქნება აქტუალური 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?
- სეზონიდან სეზონამდე ტენდენციები მკვეთრად და საფუძვლიანად არ იცვლება. დღეს მოდა ძალიან ლოიალური გახდა, ამიტომ სიგრძისა და ფორმის ტენდენციებს არ გვკარნახობს, თუმცა მაინც იკვეთება ამ სეზონისთვის აქტუალური ფორმები. ისევ მოდურია 50- იანი და 80-იანი წლების ტენდენციების ნაზავი, კუბოკრული სამოსი, რომელიც მგონია, რომ უკვე გაცვდა, თბილისის მოდის კვირეულზე თითქმის ყველა კოლექციაში ნახავდით ასეთ სამოსს, მათ შორის ჩვენთანაც, თუმცა მინიმალურად გვქონდა გამოყენებული კუბოკრული ფაქტურა.
ისევ აქტუალურია მაღალწელიანი, მუხლს ქვემოთ, კოჭამდე სიგრძის შარვლები და ქვედაბოლოები, წელზე მომდგარი და მერე ძალიან გაშლილი სილუეტი, მთლიანად ერთ ფერში შემოსვა, ასევე ტენდენციურია სხვადასხვა სიჭრელის სამოსის ერთად ჩაცმა, თუმცა ზამთრის სეზონზე უფრო დამჯდარ ფერებზე გადავა აქცენტი. მაგალითად, აქტუალურია კრემისფერი, იმავდროულად სქელი ნაქსოვი ჯემპრები, კაბები, ქუდები, ასევე მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქი. წინა სეზონზე ძალიან მოდური იყო კაცის, ორი ზომით დიდი ტანსაცმლის ქალებისთვის მორგება, ეს წელსაც რჩება, ანუ ვინარჩუნებთ ფორმებს, მაგრამ ზომებს ვაპატარავებთ სხეულის მიხედვით.
- რაც შეეხება აქსესუარებს, შარშან მოდური იყო ტყავისა და მეტალის სამკაულები, წელს?
- ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენციაა მეტალის ''კნოპკებით'' , ტყავით გაწყობილი სამოსი. რამდენიმე წლის წინ იყო აქტუალური ასეთი ტანსაცმელი თუ სამკაულები და ასე მალე თუ მობრუნდებოდა ეს ტენდენცია, არ მეგონა.
- პირადად თქვენ სად იძენთ სამოსს, ახერხებთ საკუთარი თავისთვის შეკერვას?
- კი, გარდა ამისა, ონლაინშოპინგის მოყვარული ვარ, დაპყრობილი მაქვს მთელი ინტერნეტსივრცე. გადაღებების გამო შოპინგმოლებში მიწევს სიარული და სადაც რა მომეწონება, იქ ვყიდულობ. არაა ჩემთვის პრობლემა 10-ლარიანი ზედის ჩაცმა, ის შეიძლება, ბრენდულ სამოსსაც კი შევუხამო, მიყვარს შერევა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''