09 ნოემბერი, 2013
რას მიუძღვნა „პინგვინები“ რეპერმა ბედინამ
ვინც საცოლედ მომეწონა, ყველას მხოლოდ სექსი უნდოდა ჩემთან. ოთხი შემთხვევა მქონდა უკვე ასეთი. ისე არ გამიგოთ, რომ არაქალიშვილებს ვკიცხავ, ბევრს ოჯახი დაენგრა და აღარ უნდა გათხოვდეს რეპერი ბედინა ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც „ცირკი“ ერქმევა. „ძალით ქალიშვილები“ , „პინგვინები“ , „მაიმუნები“ , „ამ ჩემს კუკუს“. ეს არის სახელწოდებები სიმღერებისა, რომლებიც სხვა დანარჩენთან ერთად მის ალბომში შევა. მიშა ბედინაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე ახალ სიმღერებს აზიარებს. ერთ-ერთი მათგანი, „პინგვინები“ განსაკუთრებით მოგვხვდა თვალში, სიმღერის დასახელების გამო. რეპერს სტუდიაში ვესტუმრეთ.

- ერთი წლის განმავლობაში სახალისო თემებზე ვარ გადართული. აქამდე პროტესტის გამომხატველ აგრესიულ, მძიმე რეპს ვაკეთებდი. ახლა ამ ყველაფრისგან ვისვენებ, პროტესტს გამოვხატავ სხვა ფორმით, არა შეურაცხმყოფელი ფრაზებით, მძიმე სიტყვებით, არამედ ცინიკური, მხიარული ტექსტებით. ალბომს „ცირკი“ დავარქვი. ცხოვრებასაც ისე შევხედე, როგორც ცირკს. ზოგი ჯამბაზის როლშია, ზოგი ბილეთის რიგშია. აქამდე არმიას ვაგროვებდი, ზედმეტად პატრიოტულად ვუყურებდი ყველაფერს, გული მტკიოდა ბევრ რამეზე.
- მერე მიხვდი, რომ ეს შენი პატრიოტიზმი არავის სჭირდება?
- მერე მივხვდი, რომ სხვა ფორმითაც შეიძლება ბრძოლა, სიცილითა და იუმორითაც ითქმება სათქმელი... მსიამოვნებს, როცა ჩემი ტექსტებით ახალი თაობა რაღაცებს სწავლობს, იმას, რასაც სკოლასა და სახლში არ ასწავლიან და ძალიან სჭირდებათ. მაგალითად, წაქცეულს ათმა კაცმა არ უნდა დაარტყა, წამალი არ უნდა გაიკეთო, რომ ჯერ შენი უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე და მერე სხვისი.
- წამალთან როგორი დამოკიდებულება გაქვს თავად?
- არასდროს გამიკეთებია, ეს მსოფლიომ იცის. მეგობრებიც კი არ მყავს ნარკომანები. კაიფს, რომელიც წამალს მოაქვს, სხვა რაღაცებშიც ვპოულობ. ჩემთვის კაიფი მოაქვს ჩემს შემოქმედებას, ხელოვნებას, იმ დათესილ ყვავილს, რომელიც გაიზრდება და რომელსაც მოიწონებენ.
- ყვავილს თუ ფოთოლს?
- (იღიმება) მე ყვავილს ვეძახი და ზოგი ფოთოლს ეძახის, ზოგიც ჭინჭარს... მოზარდს სხვანაირი მიდგომა სჭირდება.
- მგონი, საკუთარი შვილების აღსაზრდელად ხარ მზად.
- ეგ ასაკი ყველას მოსდის, რატომაც არა.
- მაგრამ ამისთვის ქალიშვილს ეძებ, ეს შენი ერთ-ერთი სიმღერიდან ჩანს...
- ჰო (იცინის), ვინც საცოლედ მომეწონა, ყველას მხოლოდ სექსი უნდოდა ჩემთან. ოთხი შემთხვევა მქონდა უკვე ასეთი. ისე არ გამიგოთ, რომ არაქალიშვილებს ვკიცხავ, ბევრს ოჯახი დაენგრა და აღარ უნდა გათხოვდეს? ბედისწერაა ყველაფერი. ამ სიმღერაში იმას ვაპროტესტებ, გინეკოლოგებთან რომ იკერავენ ერთ ადგილს და გატყუებენ, ვითომ წმინდანები არიან. ეკლესიაში რომ შემოგყვებიან და მამაოს ეუბნებიან, მთელი ცხოვრება მეყვარებაო და ამ დროს „ნახმარები“ არიან. ვის არ მოსვლია, მაგრამ ჯერ ქალიშვილები გავატაროთ წინ (იცინის).
- მახსოვს, ერთხელ მითხარი, ცოლის მოყვანამდე თმას არ შევიჭრიო. ძებნაში თმა წელამდე გაგეზარდა...
- (იცინის). ჰო, იზრდება. არ მაწუხებს, მივეჩვიე უკვე, მაგრამ არ გაიზრდება დიდხანს, ვგრძნობ.
- ახალი არის რამე შენს პირადში?
- არაფერი. ვეძებ, „პარიკმახერს“ ვეძებ. ქალიშვილ „პარიკმახერს“ (იცინის).
- შენს სიმღერებს დავუბრუნდეთ. ახლახან მოვისმინე სიმღერა „პინგვინები“ , პოლიტიკური სატირაა. რისი თქმა გინდოდა ამით?
- ორაზროვანი კომპოზიციაა, სადაც ყველაფერი ნათქვამია. პინგვინი გავაიგივე ადამიანთან, რომელიც არის შავ-თეთრი ფერის, კლასიკურ-პოლიტიკურად ჩაცმული, ჰალსტუხით. როცა ამ სიმღერაზე დავიწყე ფიქრი, ბევრი წიგნი წავიკითხე პინგვინებზე, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურე. ძალიან დავაახლოვე მათი ცხოვრება ქართულ პოლიტიკურ რეალობას. პინგვინებს, რომლებიც პოლუსზე ცხოვრობენ, დასასვენებელი ადგილი აქვთ, სადაც ზაფხულობით მიდიან. ამ კუნძულს ჰქვია ჩრდილოეთ ჯორჯია, ყინულოვანი კუნძულია. დედალი კვერცხს დებს და მერე საშოვარზე მიდის, მამალი ჩეკავს, უვლის ამ კვერცხებს და მერე უვლის ბავშვებს. ქართული რეალობაა. მამაკაცების უმეტესობა უმუშევარია, სახლში ზის, ქალები საშოვარზე ჰყავთ გაშვებული. ორ ნაწილად იყოფიან პინგვინები, როგორც პოზიცია და ოპოზიცია, იმპერატორულ და სამეფო პინგვინებად. ლიდერებიც ჰყავთ. რაც ყველაზე მთავარია, პინგვინები ოცნებობენ ფრენაზე. და ამ დროს დაფრინავენ, ოღონდ წყალში (იცინის).
- ე.ი. ამ შენს პინგვინებს საერთო არაფერი აქვს ბიძინა ივანიშვილსა და მის პინგვინებთან?
- არა, პიროვნულად არავის ვეხები. უბრალოდ, სისტემაა პინგვინური, ამ სისტემას მივუძღვენი ჩემი სიმღერა. „შეაგინებ, მრავლდებიან, არ აგინებ - „ნაგლდებიან“ , გარბიან და გამორბიან, მაინც უკან ბრუნდებიან, ბოლოს ერთად გროვდებიან, ერთმანეთს ეხუტებიან“ ... პინგვინზე დავიწყე სიმღერა და პოლიტიკაზე გამოვიდა.
- რატომ მაინცდამაინც პინგვინებზე, ზებრებზე რატომ არა?
- ზებრას სულ სხვა ცხოვრება აქვს. ბედნიერია ზებრა. საშოვარი არაფერი აქვს, ბალახი აქვს, საჭმელ-სასმელი. პინგვინები გაჭირვებულები არიან მთელი ცხოვრება, უბედურები, შემეცოდნენ და მივუძღვენი სიმღერა (იღიმის). მერე მათ ამგვარ ქმედებებს აშუქებს „პინგვინიუსი“.
- ამით ქართულ ტელევიზიებს დასცინი?
- დღევანდელი ქართული ყოფის 65% არის მასმედიის ბრალი. ვბრაზდები, ისეთი ტყუილიც რომ არ შეუძლიათ, რომ დაგვაჯერონ. დამაჯერებლად მაინც მოიტყუონ. ხშირად თვითონ ვყოფილვარ იქ, საიდანაც მერე სიუჟეტი უჩვენებიათ სულ სხვა რაკურსით. ერთხელ, წლების წინ, არასრულწლოვანთა კოლონიაში ბავშვებს კონცერტი ჩავუტარეთ. მოვიდნენ ჟურნალისტები სერიოზული „პინგვინიუსებიდან“. ერთ-ერთმა ბევრი მალაპარაკა, ვთქვი, რომ შორს უნდა იყოს ახალი თაობა ციხისგან, ისე უნდა მოიქცნენ, რომ იქ აღარ მოხვდნენ და კადრში ჩასვა მხოლოდ ის, რომ მეც ვიჯექი ციხეში.
- როდის იჯექი ციხეში?
- 2001 წელს გამოვედი სამწლიანი პირობითით. მაშინ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო. მისი ხელშეწყობით დავტოვე ციხე.
- რის გამო იხდიდი სასჯელს?
- ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის და ზემოდან გაუგებარი მუხლებიც იყო, რომლებიც შემდეგ არ დამტკიცდა. მას მერე ახალ თაობას ვუხსნი, როგორი ცუდია ციხე და როგორ უნდა შეეცადონ, რომ იქ არ მოხვდნენ. ამას წინათ მომღერლები იყვნენ ჩემს სტუდიაში, სიმღერებს წერდნენ. წავიდა ერთი ჯგუფი, მეორე მოვიდა, პატარა ბავშვი მეჯდა გვერდზე. ბედინა ძია, არ დაიღალეო, მკითხა. არა, ძია, სიკეთის კეთებით ადამიანი არ უნდა დაიღალოს-მეთქი, ვუთხარი. არიან ტიპები, რომლებიც ამით იღლებიან და იმისთვის აკეთებენ სიკეთეს, რომ მერე უკან დაუბრუნდეთ.
- მაიმუნებზეც დაწერე სიმღერა, ვის გულისხმობდი მათში?
- მაიმუნი ვინ შეიძლება იყოს? ძალიან მარტივია, დაფიქრდი. თუ ადამიანს დაუკავშირებ, მაიმუნები არიან ტაკიმასხარები, როცა ჩვენს გაცინებას ცდილობენ ტელეეკრანიდან. ესენი არიან ტელემაიმუნები. არავინ გახსენდება? ვინ არის ტელემაიმუნი? პოლიტიკოსი მაიმუნებიც არიან, მაგრამ მე კომედიურ გადაცემებს ვგულისხმობ. ამოვიდა ყელში, ვეღარ ღადაობენ. ამ ჩვენს ქართველ მაიმუნებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რაში უხდიან ხელფასს. ან „ტრუხა“ პლანს ეწევიან, ან წებოთი კაიფობენ. ზოგჯერ ისეთ ხუმრობებს დებენ, კარგ ხასიათზე რომ იყო, ცუდ ხასიათზე დაგაყენებენ. ტელევიზიების პროდიუსერებს თუ მენეჯერებს მინდა მივმართო, ცოტა დახვეწონ ხუმრობები, რომ გაგვეცინოს.
- შენ როგორ პლანს ეწევი?
- კაი ხანია შევეშვი, აღარ ვეწევი. პლანის ასაკიდანაც გამოვედი, 37 წლის ვარ უკვე. მო-საწევიც არ ვარგა საქართველოში (იცინის).
- როდის გამოვა შენი ახალი ალბომი?
- არ ვჩქარობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მზად მაქვს. 18 ახალი სიმღერა მაქვს უკვე ჩაწერილი. მალე იქნება, მალე.
- ბერას კონცერტზე იყავი?
- არა, არ დავდივარ კონცერტებზე, მხოლოდ საკუთარზე დავდივარ.
- მის შემოქმედებას იცნობ?
- ნაკლებად. ტელევიზორში შემთხვევით თუ მოვკრავ თვალს. რაც მომისმენია, ეტყობა, რომ წვალობს ბიჭი. როგორც მას უნდა, ისე გამოსდის. საერთოდ, ჯობია, მაგ ტიპის კითხვები მის მსმენელს დაუსვა. მომღერალს მეორე მომღერალზე არ უნდა ჰკითხო, მით უმეტეს, თუ ერთ ჟანრში მღერიან. ვერაფერს გეტყვი, დღეს თუფაქსაც არ ვუსმენ, რომ მისი გავლენის ქვეშ არ მოვექცე. შენსას რომ ქმნი, პრეტენზია გიჩნდება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლუკა
ბედინას შეეშვით აშავებს რამეს?არა ხო ქართული რეპი უკვდავია ;) Gენაცვალეე ბედინაა :*:*
01:29 / 10-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კარლო
ბარბარე ვა სჰენს პატრონს უბედურს...
05:08 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი აბუLაშვილი
ბარბაარეე ესს ინტერვიუ ბევრმა წაიკითხა/..... მარაა შეენ თავს როო იმის უფლებას აძლევ რო ბედინას შეეხო თაანნ მიის გარეეგნოობაასაც ააიი მართლაა შეე უუბეედუუროო შეენაააააა.... ნეტააა რომელი სოფლიდან ხარ ? :DDD
18:03 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობი ბრაუნი
ქართულ ხალხური რეპი თუ გადაარჩენს დღეს სამშობლო საქართველოს,უსმინეთ ბედინას შემოქმედებას,და დატკბით.უსმინეთ ჯერონიმოს,ღამურასა და ლექსენს....აბა ჰამლეტ გონაშვილს ხო არ მოუსმენთ ჩემი დედას ვფიცავარ.უსმინეთ ქართულ ხალხურ რეპს და გახსოვდეთ...ქართული რეპი არ მომკვდარა,უკვდავია,ვეჩნად უკვდავი სიმონ,სანამ ცოცხლობს ქართველ რეპერთა უკვდავი შემოქმედება
01:56 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
barbare
-ამ ინტერვუს წამკითხავი არავინაა, მაგრამ ფაქტია --ამას მარტო ვეტყოდი ,რომ ---რას გავხარ პინგვინი მაინც იყო შე საცოდავო ვიღაცა ხარ
23:51 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS