05 ნოემბერი, 2013
რა დაკარგა სოფია სებისკვერაძემ უკრაინასა და ბერლინში
მარი უკვე დიდი გოგოა, საკმაოდ პრეტენზიულია, უნდა, ყველაფერი მისი გემოვნებით გაკეთდეს, შეიძლება, რჩევა მკითხოს, მაგრამ თუნდაც სამოსის შერჩევისას მისი აზრი გადამწყვეტია მსახიობ სოფია სებისკვერაძეს ფინანსებზე ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტი ძალიან მხარჯველი ყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საშინლად არ უყვარს ვალის აღება. მართალია, შვილთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრობს, მაგრამ გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც მარის აღზრდაში ეხმარება. ინტერვიუ შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყეთ.

- შემოთავაზება მაქვს ორი პროექტიდან, ერთი სერიალს ეხება, ოღონდ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მეორე
კი ფილმია, რომელსაც ქართველი რეჟისორი არ იღებს. ჯერჯერობით ბევრის თქმა არ შემიძლია.
- ახლა გადავიდეთ რუბრიკის თემაზე... რამდენად მფლანგველი ხარ?
- თუ მაქვს ფული და გასული ვარ საყიდლებზე, შემიძლია, ბოლომდე დავხარჯო, ანუ მხარჯველი ვარ. თუ რაღაც მჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის, შემიძლია, დაუფიქრებლად გადავიხადო ბოლო კაპიკები.
- შოპინგიდან სახლში მხოლოდ გზის ფულის ამარა ოდესმე დაბრუნებულხარ?
- კი, მქონია შემთხვევა, როცა შერჩეულ ნივთში მთელი ფული გადამიხდია, სახლში ტაქსით წავსულვარ და ოჯახის რომელიმე წევრს ტაქსის ფული მოუცია.
- თავის მოვლა ფინანსებს უკავშირდება, თავის მოვლაზე ბევრს ხარჯავ?
- რასაკვირველია, ელემენტარულად, კარგი ხარისხის შამპუნი რომ იყიდო, იმაშიც გარკვეული თანხა უნდა გადაიხადო. ძვირად ღირებულ ვარჯიშებს, მასაჟებს ან პროცედურებს არ ვიტარებ, ძირითადად ვყიდულობ იმას, რაც მჭირდება და საკუთარი ძალებით ვახერხებ თავის მოვლას.
- ფულის შეგროვება თუ შეგიძლია?
- არა, არასდროს გამომდის. ფულის შეგროვება მიცდია, მაგრამ დამჭირვებია და მაინც დამიხარჯავს.
- პირადად შენი ჰონორარით რაიმე ფასეული, მნიშვნელოვანი შეგიძენია?
- რაც იმ მომენტში მჭირდება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ამ თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მაშინ კი.
- შვილთან ერთად მარტო ცხოვრობ, ფინანსურად რთული არ არის ოჯახის გაძღოლა?
- ოჯახის რჩენა რთულია, მაგრამ მარის გაზრდაში მეხმარება მისი ბებო, ჩემი ყოფილი დედამთილი, ქალბატონი მარინა. მარი უკვე დიდი გოგოა, საკმაოდ პრეტენზიულია, უნდა, ყველაფერი მისი გემოვნებით გაკეთდეს, შეიძლება, რჩევა მკითხოს, მაგრამ თუნდაც სამოსის შერჩევისას მისი აზრი გადამწყვეტია.
- სოფია, ალბათ ბევრი საჩუქარი მიგიღია, მაგრამ ორიგინალურობის, ფასეულობის ან ვთქვათ, განსაკუთრებულობის მიხედვით რისი გამორჩევა შეიგიძლია?
- ძალიან ძვირად ღირებული საჩუქარი არასდროს მიმიღია, თუმცა მართლა ბევრჯერ გავუხარებივარ მეგობრებს, თუნდაც დროის საინტერესოდ გატარებით, მოგზაურობით და ა.შ.
- შეგიძლია, გაიხსენო პირველი ჰონორარი?
- ბავშვობაში ვმღეროდი ანსამბლ `სუპერგოგონებში~, თუ არ ვცდები, 13-14 წლის ვიყავი, როცა ფოთში გავმართეთ კონცერტი, სადაც 100 დოლარი გადამიხადეს. მართალია, იმ პერიოდში ეს პატარა თანხა არ იყო, მაგრამ არ მახსოვს, რაში დავხარჯე.
- მსმენია, რომ ჩვენს ქვეყანაში მსახიობობა საკმაოდ დაბალანაზღაურებადი პროფესიაა, შენც ასე ფიქრობ?
- ფინანსური მხარე დამოკიდებულია პროექტზე, ზოგან კარგად იხდიან, ზოგან – არა. ხან არის შემთხვევა, როცა ძალიან ცოტას გიხდიან, მაგრამ თავად ხარ დაინტერესებული, საინტერესო პროექტია და თანხას არ აქცევ ყურადღებას.
- ანუ დაბალი ანაზღაურების გამო როლზე უარი არ გითქვამს?
- კი, ასეა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ უინტერესო როლს კომერციული მხარის გამო დავთანხმებულვარ, რადგან ფული ძალიან მჭირდებოდა. ამ საქმის გარდა არაფერი მეხერხება, ფული კი საარსებოდ მჭირდება.
- რამდენად რთულია უინტერესო როლის შესრულება?
- თვითონ როლი შეიძლება სულაც არ იყოს რთული, უბრალოდ, შეიძლება, პროექტი არ იყოს შენთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები. ძალიან ბევრი უცხოელი იღებს საქართველოში სარეკლამო რგოლს, რადგან აქ შედარებით იაფი ჯდება, ასეთ დროს ქართველი მსახიობები ძირითადად კომერციული თვალსაზრისით თანხმდებიან მონაწილეობას, სხვა ქვეყნის კოლჰოტის თუ ტელეფონის რეკლამაში გადაღება უფრო ფინანსური საკითხია.
- როდესაც საქმეს გთავაზობენ, თანხაზე საუბარი გერიდება ხოლმე?
- ძალიან არ მიყვარს ეს მომენტი, ჩემთვის უხერხულია ფულზე ლაპარაკი, მაგრამ თუ არის საშუალება, რომ ნორმალურად გადაიხადონ, ასეც უნდა მოიქცნენ.
- რაც შეეხება ბანკს, რამდენად ხშირად სარგებლობ ბანკის მომსახურებით, კრედიტი თუ გქონია?
- ბანკის მომსახურებით ხშირად ვსარგებლობ, მაგრამ კრედიტი არასდროს გამომიტანია, შეიძლება ითქვას, რომ მოწესრიგებული მომხმარებელი ვარ. ზოგადად, არ მიყვარს და მეშინია ვალების, თუ მეგობრისგან ფულს ვისესხებ, ყოველთვის დროულად ვაბრუნებ.
- ფულთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ცრურწმენა, შენ თუ იცავ რომელიმეს?
- არა, არანაირი ცრურწმენა არ მაქვს. თუ მაქვს ფული და ვიცი, ჩემს მეგობარს სჭირდება, ყოველთვის ვაძლევ. ეს ჩემთვისაც კარგია, რადგან გასესხებული ფული გარკვეული დროით მაინც მენახება, სახლში დადებული თანხა შეიძლება, ორ დღეში დავხარჯო, მაგრამ თუ მეგობარს ხელს გავუმართავ, ის ფული აუცილებლად, ერთი თვის მერე მაინც დაგიბრუნდება, ეს კი ძალიან კარგია.
- ოდესმე ფული თუ გიპოვია?
- ფულს ხშირად ვპოულობ პიჯაკებში, ჩანთებში, პალტოებში. არასდროს არ ვიცი, რამდენი მაქვს ჯიბეში, ჩამრჩება ხოლმე რაღაც თანხა და მერე ვპოულობ და მიხარია. ყოფილა შემთხვევა, ფული არ მქონია, ჩემსავე პიჯაკებში ან ჩანთებში დამიწყია ძებნა და მიპოვია კიდეც (იღიმის).
- ფინანსური კრიზისის დროს დასახმარებლად ვის მიმართავ?
- მეგობრებს, რადგან ვიცი, ხელს გამიმართავენ.
- სოფია, ლატარია თუ გითამაშია და თუ მოგიგია რამე?
- კი, კი მიყიდია და ხან ორი ლარი, ხან ისევ ბილეთი მომიგია. ისე, დაახლოებით 10 წლის წინ ფენიც მოვიგე.
- საერთოდ, რამდენად იღბლიანად მიიჩნევ თავს?
- უიღბლო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რაც არ გამომდის ცხოვრებაში, ეს უფრო ჩემი ხასიათის ბრალია, ვიდრე იღბლის, რადგან ძალიან მიამიტი ვარ, ზედმეტად ვენდობი ადამიანებს. ზოგჯერ ვიცი მატყუებენ, მაგრამ ბოლომდე ვატყუებინებ თავს, ეს ადამიანი ცუდს არაფერს გამიკეთებს-მეთქი, მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევა, როცა უტეხად მოვუტყუებივარ.
- როგორი საფულე იქცევს შენს ყურადღებას?
- იმდენად ხშირად ვკარგავ საფულეს, სათვალეს და ტელეფონს, რომ უკვე აღარ ვიცი, როგორი მომწონს, ან როგორი უნდა შევიძინო. ამჯერად მაქვს ჩემი შვილის ნაჩუქარი საფულე, რადგან ერთი თვის წინ ბერლინში დავკარგე ჩანთა საფულესთან ერთად. ძალიან უყურადღებო ვარ და ხშირად ვკარგავ ან მპარავენ იმას, რაც ხელში მიჭირავს. ერთხელ უკრაინაში სტუმრად მივდიოდი, ტორტი მეჭირა ხელში, ჩავჯექი ტაქსიში და იქ დავტოვე ჩანთა, ახალი ნაყიდი ტელეფონით და საფულით, სადაც ალბათ 500 დოლარი მექნებოდა. ტაქსიდან რომ გადმოვდიოდი, მეგონა, ჩანთა ხელზე მეკიდა, მაგრამ... სამაგიეროდ, ტორტი მივიტანე (იღიმის).
- ბანალურია, მაგრამ გვითხარი, მილიონი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?
- ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი, არანაირ ნივთს არ შევიძენდი, ერთ ადგილზე ყოფნას სჯობს, რომ გაეცნო იმ პაწაწინა პლანეტას, რომელზეც ვცხოვრობთ, ამაში მართლა დიდ ფულს დავხარჯავდი, რადგან ეს ძალიან საინტერესოა და ადამიანს ზრდის.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ELIZABETH WALTERS
სიამოვნების მისაღებად სიამოვნების მიღება გჭირდებათ მოსახერხებელი და პირდაპირი სესხი? არ ფარული გადასახადები ჩვენ გთავაზობთ საგანგებო სესხებს 1000-დან 20,000,000 ევრომდე / აშშ დოლარამდე / გირვანქა ძალიან დაბალია საპროცენტო განაკვეთი 3%, ჩვენ ვართ ფართო სპექტრი სესხის და ჩვენი ფართობი ცოდნა წარმოადგენს მთელ მსოფლიოს ფინანსურ მომსახურებას. ჩვენ ვაძლევთ სესხს მათთვის, ვისაც ფინანსური დახმარება სჭირდება 1-ზე 20 წლის, ჩვენ სპეციალიზაცია ; რეალური დაფინანსება ; ინვესტორი უძრავი ქონება, ; სამშენებლო სესხების, ; ბიზნესის დაწყების სესხები, ; იპოთეკური სესხები ; სამომხმარებლო სესხები, ; FHA სესხების, ; პირადი სესხები, ; ავტო სესხები და და ა.შ. თუ დაგჭირდებათ სესხი ან ფინანსური დახმარება დაგვიკავშირდით ელფოსტა: lendingtreegroupinc@gmail.com ელფოსტა: lending-tree@outlook.com whatsapp: +1 213 419 2419
13:55 / 04-07-2019
გამოხმაურება / 0 /
MARY MASON
საბანკო სესხების ფირმა, ჩვენ სესხებს ვადიან 3% -იან საპროცენტო განაკვეთზე. კარგი დღე სერ / მე ვარ. ჩვენ კერძო კომპანია ვართ და სესხის ოდენობას სესხების ოდენობის განსაზღვრისას სესხებს ვთავაზობთ 100 მილიონიანი სესხის დებულებებს შორის 1000 ევრო სესხი ბიზნესის განვითარებისათვის: ზღვარზე / ბიზნეს ექსპანსიის კონკურენტუნარიანობა. გთავაზობთ სხვადასხვა სახის სესხს * პირადი სესხები (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი) * ბიზნეს სესხები (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი) * კონსოლიდაცია სესხი    ჩვენ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დრო გაეცნოთ ამ რეკლამას. დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისთვის, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტა დღეს skywealthloanfirm@gmail.com skywealthloanfirm@gmail.com skywealthloanfirm@gmail.com ქალბატონი მერი მეისონი.
14:28 / 16-01-2019
გამოხმაურება / 0 /
davies ruth
ხართ თუ სჭირდება სესხი? არ ბანკი უარყო თქვენ სესხის, ჩვენ აქ ვართ დაგეხმაროთ ფინანსურად, რომ მიიღოთ თქვენი მყისიერი სესხის ნებისმიერი რაოდენობის დანიშნულების. შენი ბედნიერება ჩვენი პრიორიტეტია. ყველა თქვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მოგვწეროთ მეშვეობით (daviesruth​​f​​ir​​m@gm​​ai​​l​​.com​​)​​
08:20 / 11-11-2016
გამოხმაურება / 0 /
harry
მე ვარ Dr Harry ლეგიტიმური და რეპუტაციის სესხი კრედიტორების. ჩვენ ვართ და დინამიური კომპანიის ფინანსური დახმარება. ჩვენ სესხის თანხების out აღმოუჩინონ ფინანსურ დახმარებას, რომ აქვს ცუდი საკრედიტო ან უნდა ფული რომ გადაიხადოთ გადასახადები, ინვესტირებას ბიზნესის. მე გსურთ გამოიყენოთ ეს საშუალო გაცნობებთ, რომ ჩვენ გაწევა და საიმედო ბენეფიციარი დახმარებას, მოხარული იქნება შემოგთავაზოთ სესხი. კონტაქტი მეშვეობით ფოსტა: harryloanfirm56@gmail.com გთხოვთ, უკან, თუ დაინტერესებული. თქვენი სახელი: ქუჩის მისამართი: იყო: ქვეყანა: სექსი: წელი: სესხის თანხა: ხანგრძლივობა: ყოველთვიური შემოსავალი: ტელეფონის ნომერი: სესხის დანიშნულება: მოგვწეროთ მეშვეობით harryloanfirm56@gmail.com
12:09 / 10-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ქალბატონი Nora
თქვენ საჭიროა გადაუდებელი სესხი? ხართ ვალი? გჭირდებათ გადაუდებელი სესხი თქვენი ბიზნესის დაფინანსებისათვის ?, არ თქვენ უარყო მიერ ბანკში, ფიქრი აღარ, ჩვენი მომსახურება არის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო სესხების ახლა რასაც გარემოებები. სესხის მდე $ 2,000 - $ 1,000.000 დღეს! კონტაქტი კრედიტის ინფორმაცია ამ წერილს: noramildred.loan@hotmail.com შენიშვნა: თქვენ ველით წინასწარი პასუხი და დაფინანსება 24 საათის განმავლობაში სურვილებით. ქალბატონი Nora იაფი სესხები
13:39 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თჰომპსონ Mოორე
გჭირდებათ სესხის და ფინანსური დახმარება დააფინანსოს კერძო და კორპორატიული პროექტის, თუ კი დაგვიკავშირდეთ ახლა, როგორც ჩვენ გთავაზობთ სესხებს და საკრედიტო საზოგადოების წევრების მინიმუმ 2%. დაგვიკავშირდეთ ელ-chevronfunds101 @ gmail / com
03:23 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ჩამოგვითვალეთ მის მიერ შესრულებული ფილმები
17:06 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS