02 ნოემბერი, 2013
„ორი შვილი მყავს და კიდევ ორს ველოდები“
როდესაც აკეთებ შენს საყვარელ საქმეს და საღამოს ბრუნდები ოჯახში, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო, საყვარელი ადამიანები და თბილი გარემო „არასდროს არაფერი დამიგეგმავს, გადაწყვეტილებებს ყოველთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით ვიღებდი და ასე მოვედი დღემდე... მამას რჩევას ვეკითხებოდი, მაგრამ მსჯელობის შემდეგ, არჩევანს ყოველთვის დამოუკიდებლად ვაკეთებდი... იდეა, მოთხოვნა და ინტერესი ყოველთვის მქონ-და და ვაკეთებდი იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნდა“ , - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია, რომელიც თავის ცხოვრებაზე საუბრობს. მამასთან, გოგი
ხოშტარიასთან, დღემდე განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ სერიოზულ, პოლიტიკურ თემებზე მამას ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან ესაუბრებოდა...

- თბილისის მე-6 გერმანული სკოლა დავამთავრე. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი 90-იანი წლების არეულობას დაემთხვა, რომელიც ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო. საბედნეროდ, ჩვენი სკოლა ძალიან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი იყო, კარგი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით და ამან იმ რთული პერიოდის გადალახვა გამიადვილა. იქ ახალგაზრდა მასწავლებლები ასწავლიდნენ და გარდა იმისა, რომ ინტელექტუალები გახლდნენ, ძალზე მკა-ცრებიც იყვნენ. იქ არ იყო მხოლოდ დაზუთხვა, ანალიტიკურ აზროვნებასაც გვაჩვევდნენ... ერთი სიტყვით, დაუსრულებლად შემიძლია იმ წლებზე ვისაუბრო, რადგან სკოლის პერიოდმა ჩემს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი, ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინეს მასწავლებლებმა, რომელთა ჩამოთვლასაც არ შევუდგები, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. როგორც ვთქვი, ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, სკოლა ჩემთვის ოჯახივით თბილი და ახლობელი გახლდათ. უბრალოდ მერხთან კი არ ვისხედით, გარკვეულწილად იქ ვცხოვრობდით კიდეც...
- კლასელებს როგორ გაიხსენებთ?
- საოცრად მეგობრული და რაც მთავარია, საინტერესო კლასელები მყავდა. მათი გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმავე მიზეზით, რომ არავინ გამომრჩეს... ყველა ერთნაირად განვიცდიდით იმ გაჭირვებას, არეულობას, კრიმინალს, დაუსრულებელ მკვლელობებს, შიმშილსა და ყველა იმ უბედურებას, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა. იმის გამო, რომ ხში-რად ტრანსპორტი არ იყო, სკოლაში ფეხით დავდიოდით, თუმცა ესეც სარისკო გახლდათ, რადგან ომი იყო და ტყვიების ზუზუნი არავის უკვირდა. ეს განურჩევლად ყველას ეხებოდა, მათ შორის, ჩემს ოჯახსაც, რადგან მამაჩემი აქტიურ პოლი-ტიკაში იყო ჩართული... თუმცა ეს მძიმე პერიოდი, რაც უნდა უცნაური იყოს, პოზიტიურად მახსენდება, თუნდაც იმიტომ, რომ გამოცდილება მომცა და ბევრ რამეზე ადრეულ ასაკშივე დამაფიქრა.
- მამა, გოგი ხოშტარია, ზვიად გამსახურდიას დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამან თქვენს ცხოვრებაზე ალბათ გარკვეული გავლენა იქონია...
- დიახ, მაგრამ იცით, ვერ ვიტყვი, რომ დადებითი, პირიქით, პროტესტის გრძნობასაც კი იწვევდა ჩემში, რომ მინისტრის შვილი ვიყავი. მართალია, მამა ცოტა ხანს იყო მინისტრად, მაგრამ მაშინდელი განცდა მაინც მახსოვს, ამით მაინცდამაინც ბედნიერი არ ვიყავი... მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა და საუბრები ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მქონდა. როდესაც ამის დრო ჰქონდა, ისიც სიამოვნებით მიზიარებდა თავის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე და მეც მეკითხებოდა აზრს.
- რა იყო ყველაზე ხშირად მამა-შვილის საუბრის თემა?
- პოლიტიკური პროცესები, - მიტინგები, დარბევა, რუსეთი, რა პრობლემა ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ურ-თიერთობაში. დიახ, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასეთ რთულ თემებზე ვლაპარაკობდით, რადგან ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, რადგან მაშინდელი მოსწავლეები აქტიურად ვიყავით ჩართული 9 აპრილის მიტინგებში და შემდგომ პროცესებში.
- რა შეიცვალა თქვენი ოჯახისთვის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?
- იცით, ამის დრამატიზება არ მინდა, მაგრამ მაშინ სამოქალაქო ომი იყო და კრიმინალებმა ყველას შეუქმნეს საფრთხე. რაღაც პერიოდი მამაჩემი სიტუაციას გაერიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა. საფრთხე და წნეხი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც გაგრძელდა. მახსოვს, მამაჩემს ძალიან ხშირად იჭერდნენ და ისევ ათავისუფლებდნენ, უბრალოდ, რამდენიმე საათით იბარებდნენ პოლიციაში, დაკითხვაზე, ჩვენს ოჯახში პოლიციის თანამშრომლების სიარულს ბოლო არ უჩანდა. მოზარდი ვიყავი, მაგრამ პოლიციისა და სახელმწიფოში არსებული უსამართლობის მიმართ დიდი პროტესტი მქონდა და ეს განცდა ემოციურად მახსოვს. თუმცა, ასე მხოლოდ ჩვენი ოჯახის მიმართ არ ხდებოდა...
სკოლის დამთავრების შემდეგ საოჯახო საბჭო დიდხანს მსჯელობდა, სად უნდა გამეგრძელებინა სწავლა. რახან გერმანულს კარგად ვფლობდი, გერმანიაში წასვლა დავაპირე, მაგრამ არ გამოვიდა, სხვა მიზეზებთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. მამაჩემთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სწავლის მოსკოვში გაგრძელება გადავწყვიტე. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კვოტების სისტემა იყო და როგორც ყოფილი მინისტრის შვილს, მქონდა შესაძლებლობა წავსულიყავი და უფასოდ მესწავლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოცდები უნდა ჩამებარებინა. მოსკოვს მაშინ, მარტივად რომ ვთქვათ, მტრის ბანაკად აღვიქვამდით, მაგრამ სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონდა... ერთი სიტყვით, შევთანხმდით, რომ მა-მასთან მუდმივი კონტაქტი მექნებოდა, საბჭოთა იდეოლოგიით ტვინს არ გამომირეცხავდნენ, მაგრამ მოსკოვის საერ-თაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, რადგან მაშინ ეს ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. თუმცა ბედნიერი არც წასვლამდე ვყოფილვარ და არც წასვლის შემდეგ...
- რატომ, რა სირთულეები შეგხვდათ?
- ის, რომ მოსკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ქალაქია. იმიტომ კი არა, რომ დიდი ქალაქია, უბრალოდ, სხვა ეროვნების წარმომადგენელს და ზოგადად ადამიანს, რომელიც ადგილობრივი არაა, უბრალოდ, არაფრად მიიჩნევენ, პატივისცემაზე საუბარიც კი ზედმეტია. ქუჩაში შენი კანის ფერის გამო შეიძლება, შეურაცხყოფა მოგაყენონ. არაერთხელ მქონია პრობლემა პოლიციასთან. მეზობლებიც კი უცნაურად მიყურებდნენ... იცით, შეიძლება, ეს ვიღაცას გაზვიადებული მოეჩვენოს, მაგრამ მე იქ 5 წელი ვიცხოვრე და საკმაოდ კარგად ვიცნობ მათ ბუნებას. თუმცა, საბედნიეროდ, იქ ნორმალური ადამიანებიც გავიცანი, ჯგუფელები და კურსელები, რომლებიც შემდგომ ჩემი კარგი მეგობრები გახდნენ და მათგან ერთ-ერთი ჩემი შვილის ნათლიაა...
სტრესული ცხოვრების პარალელურად, ძალიან საინტერესო სწავლა იყო და დიდი გამოცდილება მივიღე. პრაქტიკები გავიარე მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, რომელიც მაშინ და ახლაც ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია იყო. იქ ერთი ჩვეულებრივი ჭანჭიკი ვიყავი, ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებდი, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება მივიღე. იქ მაშინდელი იქაური საზოგადოებისგან რადიკალურად განსხვავებული, არაბიუროკრატიული ადამიანები მუშაობდნენ... მუშაობის დროს საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში, საბჭოთა კავშირის დროს დახვრეტილთა სიაში ბაბუაჩემის სახელი და გვარი აღმოვაჩინე, რომელიც 30-იან წლებში სტალინის ხელმოწერით იყო დადასტურებული. ანუ ე.წ. სტალინის სია შეზღუდული იყო და ამ სიაში შეტანილი ადამიანების განაჩენს პირადად სტალინი აწერდა ხელს... ოჯახმა იცოდა, რომ ბაბუა დახვრიტეს, მაგრამ ზუსტი თარიღი არ იცოდნენ... შემდეგ გარკვეული პერიოდი საქართველოს საელჩოში ვიმუშავე. შემომთავაზეს, ადგილობრივი მოქალაქეობა მიმეღო და იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ როგორც კი იქ მუშაობა დავასრულე, საქართველოში დავბრუნდი.
- საქართველოში რა ვითარება დაგხვდათ?
- ჩემს ქვეყანაში ამ დროს „ვარდების რევოლუცია“ მწიფდებოდა, 2003 წლის ოქტომბერი იყო. შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ პროტესტი წლების განმალობაში მქონდა დაგროვილი და ის, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო იყო დამდგარი, ძალიან მიხაროდა. სანამ რევოლუცია მოხდებოდა, უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე იყო და საბჭოში მუშაობა შემომთავაზეს. მაშინ უცხოელებთან ერთად საქართველოს ეროვნული კონცეფცია იწერებოდა. მითხრეს, კარგი იქნება, იმ ჯგუფთან ერთად თუ იმუშავებო... ვინაიდან ამ ჯგუფში ჩვენი უცხოელი მრჩევლებიც იყვნენ, მეც მი-ვიღებდი მონაწილეობას, რადგან მათთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა. თუმცა პირდაპირ გადავერთე რევოლუციის წინა პროცესებში, დავდიოდი მიტინგებზე და მეც იმ პოლიტიკური ცხოვრებით ვცხოვრობდი, რითაც მაშინდელი ქართველი საზოგადოება... 2004 წლის გაზაფხულზე შს სამინისტროს რეფორმების სააგენტოში დავიწყე მუშაობა. პოლიციის რეფორმას ვგულისხმობ და იცით, როდესაც შს სამინისტროში დავდიოდი, უცნაური განცდა მქონდა, ეს იყო უწყება, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, მტრად აღვიქვამდი და ახლა მის რეფორმაზე ვმუშაობდი... ნამდვილად არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ იქ განხორციელებული რეფორმები ჩემი დამსახურებაა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ იმ მანკიერი უწყების რეფორმაში მცირედი წვლილის შეტანა შემეძლო. მაშინ შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო... შემდეგ უკვე გია ბარამიძესთან, თავდაცვის სამინისტროში წავედი. მაშინ ყველა უწყებაში მძიმე ვითარება იყო და გამონაკლისი არც თავდაცვის სამინისტრო ყოფილა. ეს იყო დანგრეული შენობა. მახსოვს, რომ ჩემს კა-ბინეტთან, რომელიც მეშვიდე სართულზე მდებარეობდა, ყოველდღე მოდიოდა ძაღლი და მის წინ შარდავდა... არ მიკვირდა, იქ ისეთი მდგომარეობა იყო. ახლა კი, როდესაც ირაკლი ალასანიასთან შეხვედრაზე შევდივარ, სიამაყით ვივსები... შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტოში გადავედი და იქ საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე.
- საკმაოდ აქტიური და მძიმე რეჟიმით ცხოვრობთ, მაგრამ ოჯახი, პატარა შვილები...
- დიახ, ორი შვილი მყავს, 11 წლის ბიჭი და წლინახევრის გოგონა, მალე კიდევ ორს ველოდები, ანუ ტყუპის დედა გავხ-დები... რაც შეეხება დროის განაწილებას, ამ საუკუნეში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება უჭირდეს, რად-გან თანამედროვე საშუალებები დროის დაზოგვაში მართლაც ძალიან გვეხმარება. ასე რომ, შეუთავსებელი არაფერია, პირიქით, ასე უფრო საინტერესოა... პირველ მეუღლეს გავშორდი, მისგან მყავს ერთი შვილი და ახლა ვცხოვრობ მეორე ქმართან, რომელთანაც მყავს გოგონა და ტყუპს ველოდები. არა მგონია, ეს რაღაც გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. მეუღლე არიქტექტორია და მასაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ბევრად საინტერესოა. როდესაც აკეთებ შენს საყვარელ საქმეს და საღამოს ბრუნდები ოჯახში, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო, საყვარელი ადამიანები და თბილი გარემო. ოჯახი მექანიკური ადგილი კი არ არის, სადაც რაღაცები უნდა აკეთო, აქ არიან ცოცხალი ადამიანები და სიყვარულსა და გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. არასდროს არ ვმდგარვარ ისეთი დილემის წინაშე - ან ოჯახი, ან სამსახური, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და დროს ყოველთვის ისე ვანაწილებ, რომ სიხარულს ორივესგან ვიღებ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ბარბარე
ვაიმე ეს გოოგო გამაცანით რაა (( როგორ მიყვარსს ხოშტარია
20:50 / 29-11-2016
გამოხმაურება / 0 /
samwuxarod
ანალიტიკური აზროვნების ქონა არ ნიშნავს წესიერ და პატიოსან ადამიან. არ არის ეს ადამიანი წესიერი, და არც ის გამიკვირდება მალე რომ თქვას ტრანსგენდერი კაცი ვარო.
16:00 / 16-11-2016
გამოხმაურება / 0 /
Mარი
წარმატებები საქართVელოს საკეთილდგეოთ.ახალგაზრდებმა Uნდა იაქთIუროთ.
00:35 / 10-06-2016
გამოხმაურება / 0 /
იკა
ფუ რა ბოღმა ხალხი ხართ. არსდროს ყოფილა ეს გოგო ნაცი და რასაც მიაგწია თავისით სულ. პირდაპირ ეთერში ეხვეწა პეტრიაშვილი ოცნებაში გადასვლას მაგრამ არ იკადრა ბევრისგან განსხვავებით
19:13 / 08-02-2014
გამოხმაურება / 0 /
nuci
ოი ელენე ელენე არ გიცნობდე მაინც რა მედროვე ხარ ეტყობა ეგეც მემკვიდრეობით გერგო მამაშენისგან
16:12 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS