02 ნოემბერი, 2013
მამულიჩა ჭორებმა დაღალა
მჯერა, რომ გავრცელდა. დაწერე, რომ ეგრეა, შენც დაისვენებ, მეც და ჭორს ვინც ავრცელებს, ისინიც მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილის , ანუ , როგორც შოუბიზნესურ წრეებში იცნობენ, მამულიჩას, ოჯახი წლებს ითვლის. უკვე ვერავის წარმოუდგენია ლელა მამულიჩას გარეშე და პირიქით. საქმესაც ერთად აკეთებენ ასევე ძალიან ბევრი წელია. ამ ხნის განმავლობაში მათზე არაერთი ჭორი გავრცელებულა, მათ შორის წყვილის დაშორებაზეც.

მორიგი ჭორი მათ დაშორებაზე ახლახან შევიტყვეთ. როგორც ამბობენ, კახას ძალიან ხშირად ნახულობენ ცალკე, კლუბებში, სადაც მეგობრებთან ერთად
ერთობა. ლელა, როგორც მოგეხსენებათ, „ახალი ხმის“ ჟიურიშია დაკავებული, მან თავისი გუნდი უკვე შეაგროვა და გადაცემის ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ უკვე ლაივშოუებისთვის ემზადება.

გავრცელებული ხმის გადასამოწმებლად მამულიჩას დავუკავშირდი, რომელმაც ჩვეული იუმორით მიპასუხა ყველა შეკითხვაზე და თან, ისე, რომ გამოცდილი ბუკლიკოც კი დააბნია. ყველა კითხვას ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად პასუხობდა, ბოლოს მაინც გამოვტყუე სიმართლე.

- ერთ კითხვას დაგისვამ. უკვე მერამდენედ გავრცელდა ჭორი, რომ შენ და ლელა ერთმანეთს დაშორდით. კახა ცალკე დადის და ლელა „ახალ ხმაზეა“ გადართულიო.
- (იცინის) მოკლედ, არ მეშვებიან, რა...
- არ გეშვებიან და ეს ჭორიც კარგა ხანია, გავრცელდა.
- მჯერა, რომ გავრცელდა. დაწერე, რომ ეგრეა, შენც დაისვენებ, მეც და ჭორს ვინც ავრცელებს, ისინიც (იცინის).
- ასე ვერ დავწერ, თუ სიმართლეს არ შეესაბამება.
- მაშინ, ნოუ კომენტ. დევს ამ პასუხში ინტრიგა?.. არც უარყო და არც დაადასტურაო, დაწერე (იცინის).
- კარგი, რა... მაინტერესებს, „ახალ ხმაზე“ თუ ეხმარები?
- ვეხმარები, უბრალოდ, არ ვჩანვარ. ფსიქოლოგიურად ვეხმარები (იცინის). პრინციპში, სიმართლე რომ გითხრა, პროექტში არ ვერევი. ჩვენ ცოტა გვიან მივედით „ახალ ხმაში“ , ამიტომ მე მხოლოდ ვაკვირდები. ისე, ღადაობის გარეშე თუ ვილაპარაკებთ ამ ჭორებზე, ამან ძალიან დამღალა.
- კლუბებში ლელას გარეშე დადისო, ამბობენ.
- ლელას არ უყვარს კლუბებში სიარული, მე მიყვარს.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
თიკო
ესენი ვინ არიან?
11:17 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
რის ლელა რის მამულიჩა ვის ახსოვს ეს უბადრუკები
23:19 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ნეტა ვის რაში აინტერესებთ? არ ახსენდებს ხალხს ესენი და თვითონ, ძალით სურთ ხალხისთვის თავის შეხსენება. თავიანთ გარემოცვაში იყვნენ „პოპულარულები" და ახლა რომ არავის ახსენდება, მოიგონეს რაღაც. ჭორები არა ის.
21:58 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
გაისუსე შEნთვის მამულიჩა,არავინ ჭორაობს შენზე, ნუ იგონებ, რააა.
12:30 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჭორი არა!!!!!!!!!
ჭორი არა ისა, ასე ახსენებენ ეს უბადრუკები თავის არსებობას პუბლიკას. ვის რაში აინერესებს??????????
12:00 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
.............................................
აი, რა არის ეხლა ეს ფოტო. იმის აფიშირებაა, როგორ უყვართ ერთმანეთი? ეს გრძნობა შეინახეთ თქვენთვის, ჩვენ რატომ გვანდობთ?
10:26 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქარტველი
ნეტაი თქვენ რა მეტი საწერი აგარ გაქვთ ქვეყანაში პრობლემები ამოიწურა და მაგათი ოჯახური პრობლემა უნადა გაჯოროთ ვაი თქვენ არც მაგაში გაქვტ ხერირი
23:22 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS