25 იანვარი, 2017
ვინ უყვარს ყველაზე მეტად ლამაზმან თამთა შედანიას - ''არ მიყვარს ტყუილი და ორპირი ადამიანი''
მოდელს, რომლის სილამაზე 2012 წელს ერთხმად აღიარა მთელმა საქართველომ, მისაბაძ ქალად დედამისი მიაჩნია. თამთა შედანიას ბლიც - ინტერვიუსგან მასზე ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ.

სახელი და გვარი:
თამთა შედანია.

ჰოროსკოპი:
მერწყული.

საყვარელი ფერები:
შავი, თეთრი, ნაცრისფერი, ლურჯი, ყვითელი, ზურმუხტისფერი.

საყვარელი ბრენდი:
"არმანი", "D&G", "ჟივენში".

საყვრელი დესერტი
: "ეფლ ფი და ბრაუნი ვანილის ნაყინთან ერთად.

კუმირი:
არ მყავს.

ქალის იდეალი და მისაბაძი ადამიანი:
დედაჩემი.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ:
ტელეფონი, საფულე და კოსმეტიკის ჩანთა.

ჩემი დევიზია:
მივაღწიო ჩემი
შესაძლებლობის მაქსიმუმს.

ის, რაც მე არ მქონდა და მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს: უზრუნველყოფილი ცხოვრება...

საყვარელი ფასტ-ფუდი
: ვენდისის გამომცხვარი კარტოფილი არაჟანთან და მდნარ ყველთან ერთად.

გულს მტკენს:
ტყუილი, ღალატი და ორპირი ადამიანი.

დისნეის პრინცესა, რომ ვიყო, ვიქნებოდი:
მულანი ან იზმა.

პირველი ფოტოსესია მქონდა:
14 წლის ასაკში ''კიკალას'' სტუდიაში.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი:
2014 წელს, როცა ჩემი შვილი გაჩნდა; 2007 წელს, როცა გავხდი "ელიტ მოდელ ლუქის" გამარჯვებული და 2012 წელს, როცა გავხდი ''მის საქართველოს'' კონკურსის გამარჯვებული.

ყველაზე მეტად მიყვარს:
ჩემი შვილი მია, დედაჩემი და ჩემი ძმა. ისინი არიან ჩემი ცხოვრების აზრი და ყველაფერი.

საყვარელი ადგილი: სახლი, ოჯახური გარემო...

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS