- ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- რაც უჩუქებიათ ყველაფერი ჩემს მეხსიერებაშია და როგორც, შვილებს ვერ გამოყოფთ ერთმანეთისგან, ისე ვერ განვასხვავებ საჩუქრებს.
- თქვენ როგორ საჩუქრებს ყიდულობთ ხოლმე?
- ეს დამოკიდებულია იმ ადამიანის ხასიათზე, ვისთვისაც ვყიდულობ საჩუქარს. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი რამე ავარჩიო,
- ვისთვის ყიდულობთ საჩუქრებს?
- მეუღლისთვის, მეგობრისთვის, ოჯახის წევრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის...
- როგორ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს?
- ჩვეულებრივად, როგორც ყველა მოკვდავი. ზოგჯერ სახლში ვხვდები, ოჯახის წევრებთან ერთად, ზოგჯერ - ივენთებზე. განსაკუთრებული არაფერი.
- ვინ აწყობს თქვენს ოჯახში ნაძვის ხეს?
- ვისაც სცალია. წელს ჩემს შვილსა და მეუღლეს ეცალა, შესაბამისად მათ მორთეს.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ საუკეთესო ახალი წელი თქვენს ცხოვრებაში?
- ახალი წელი ყოველთვის საუკეთესოა ჩემთვის, მიყვარს ეს დღესასწაული.
- ფეიერვერკები გიყვართ?
- კი, მიყვარს. საერთოდ, ახალ წელთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს.
- წარმოიდგინეთ, თოვლის ბაბუას შეგიძლიათ მიწეროთ წერილი, რას მიწერდით?
- მივწერდი ლარის კურსთან დაკავშირებით, ვთხოვდი, მას მაინც ეპასუხა როდემდე იქნება ლარი ამ მდგომარეობაში და ეშველება თუ არა რამე.
- რას გეგმავთ წელს საახალწლოდ? როგორ შეხვდებით 2017 წელს?
- დავიძინებ და დავისვენებ.
მარიამ კაკაურიძე