20 დეკემბერი, 2016
რამ ატკინა გული ილო ბეროშვილს - ''ბოლო ერთი წელია მეგობრები არ მყავს''
ვესაუბრეთ კაცს, რომელიც სულ ლაპარაკობს, მან თავის თავზე ბევრი საინტერესო რამ მოგვიყვა. ყველამ იცის, რომ კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს ილო ბეროშვილია. ხოლო ვისაც აინტერესებს, როდის აიღო მან პირველი ხელფასი, რა ტკენს მას გულს და ვის დაპატიჟებდა ვახშამზე ჰოლივუდის ვარსკვლვაებიდან, შეუძლია, გაეცნოს ბლიც-ინტერვიუს.

სახელი და გვარი:
ილო ბეროშვილი.

ჰოროსკოპი:
თხის რქა.

საყვარელი ფერი:
მწვანე და ლურჯი.

საყვარელი ციფრი:
9.

საყვარელი ეპოქა:
ამერიკის 30-იანები და 90-იანი წლები, მაგრამ არა საქართველოში.

საყვარელი დესერტი:
ჩიზქეიქი.

ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან ვახშამზე დავპადიჟებდი:
ბრუკ შილდსს.

საყვარელი ბრენდებია:
ადიდასი და დიზელი.

შემიძლია:
ბევრი რამ.

მჯერა:
რომ სასწაულები ხდება.

მიყვარს:
შვილები.

ჩემი დევიზია:
იფიქრე სხვანაირად (think different)

პირველი ხელფასი:
ავიღე მაშინ, როცა ვთამაშობდი ფეხბურთს. ეს იყო სადღც, 3 000 ლარი. ამ თანხით გადავიხადე ოჯახის ვალი და მეგობრები დავპატიჟე სახინკლეში.

არ მაინტერესებს:
მათემატიკა.

გულს მტკენს:
როცა გულწრფელობას სისუსტეში მითვლიან.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ:
ყურსასმენები.

სკოლაში:
მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელი შემიყვარდა.

მეგობრები:
არ მყავს ბოლო ერთი წელია.

ამბობენ, რომ:
ვარ კომუნიკაბელური, ღია, ფიცხი.

ტყუპისცალი, რომ მყავდეს:
მეყვარებოდა.

მონიკა ბელუჩისა და ანჯელინა ჯოლის შორის ვთვლი:
რომ, მონიკა უფრო მიმზიდველია.

კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს
: გძინავს?

ყველაზე მეტად მაღიზიანებს
: როდესაც, ხალხს ვგონივარ უტვინო.

არ ვიცი და მინდა ვიცოდე:
ვინ მოკლა კენედი.

საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია: ოსკარზე და წინ ბავშვები სხედან.

ბავშვობაში მეგონა, რომ:
უცხოპლანეტელები არსებობენ (ახლაც ასე ვფიქრობ).

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
:)
გიერთდებით , ერთადერთი მეგობარი მყავს
15:38 / 11-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სესილი
მხოლოდ ერთი და კარგი მეგობარი მყავს,დანარჩენები არ მჭირდებიან :)))) მერე რა თუ მეგობარი არჰყავს
00:32 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ბაბა
მეც არ მყავს მეგობრები , არცერთმა ივარგა და ამიტომ ჯობია ოჯახის წევრების დაფასება და არა ვიღაცეების
14:00 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ბოლო ერთი წელია მეგობრები არც მე არ მყავს, არა და ერთი წლის წინ, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი
00:48 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS