სახელი და გვარი: ილო ბეროშვილი.
ჰოროსკოპი: თხის რქა.
საყვარელი ფერი: მწვანე და ლურჯი.
საყვარელი ციფრი: 9.
საყვარელი ეპოქა: ამერიკის 30-იანები და 90-იანი წლები, მაგრამ არა საქართველოში.
საყვარელი დესერტი: ჩიზქეიქი.
ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან ვახშამზე დავპადიჟებდი:
საყვარელი ბრენდებია: ადიდასი და დიზელი.
შემიძლია: ბევრი რამ.
მჯერა: რომ სასწაულები ხდება.
მიყვარს: შვილები.
ჩემი დევიზია: იფიქრე სხვანაირად (think different)
პირველი ხელფასი: ავიღე მაშინ, როცა ვთამაშობდი ფეხბურთს. ეს იყო სადღც, 3 000 ლარი. ამ თანხით გადავიხადე ოჯახის ვალი და მეგობრები დავპატიჟე სახინკლეში.
არ მაინტერესებს: მათემატიკა.
გულს მტკენს: როცა გულწრფელობას სისუსტეში მითვლიან.
ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: ყურსასმენები.
სკოლაში: მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელი შემიყვარდა.
მეგობრები: არ მყავს ბოლო ერთი წელია.
ამბობენ, რომ: ვარ კომუნიკაბელური, ღია, ფიცხი.
ტყუპისცალი, რომ მყავდეს: მეყვარებოდა.
მონიკა ბელუჩისა და ანჯელინა ჯოლის შორის ვთვლი: რომ, მონიკა უფრო მიმზიდველია.
კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს: გძინავს?
ყველაზე მეტად მაღიზიანებს: როდესაც, ხალხს ვგონივარ უტვინო.
არ ვიცი და მინდა ვიცოდე: ვინ მოკლა კენედი.
საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია: ოსკარზე და წინ ბავშვები სხედან.
ბავშვობაში მეგონა, რომ: უცხოპლანეტელები არსებობენ (ახლაც ასე ვფიქრობ).
მარიამ კაკაურიძე