"ეს იყო დაუჯერებელი გადაცემა, ზრდასრული ადამიანები ლაპარაკობდნენ ჯადოზე, ძან ბევრი ვიცინე.
ჯაჯანიძე ნამდვილად შედევრია, თვითონ, მთელი საქართველო დაარწმუნა, რომ ჭიათურიდან კი არა, რომელიღაც სხვა პლანეტიდანა. რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები?!
ის კვირაში ერთხელ პოულობს რამდენიმე ისეთ უცხო პლანეტელს, რომელიც გადაცემაში მოჰყავს. ბევრი ცხოვრება, რომ გქონდეს, რომ იარო და
ჩვენ დავუკავშირდით გია ჯაჯანიძეს და ვკითხეთ, რა რეაქცია ჰქონდა დათოს ხუმრობაზე.
- რას იტყვით დათო ტურაშვილის ხუმრობაზე? ხომ არ გეწყინათ?
- რას ამბობთ?! არ მეწყინა, პირიქით, მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ დათოს, ასევე ვანოსაც. მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ და მესმის იუმორი, ჩვეულებვრივად მივიღე.
- დათომ ბევრი იხუმრა ჯადოებზე, თქვენ გჯერათ ჯადოებისა და თქვენი რესპოდენტების მონათხრობი მისტიური ისტორიების?
- მე ჩემო კარგო აღარაფრის აღარ მჯერა, მე მჯერა სიკეთისა და სიყვარულის. უკვე ბოროტებასაც მხიარულად ვუყურებ.
- ანუ არ გჯერათ ჯადოების?
- არა, არა. არანაირი "ანუ არ მჯერა". გაგეცით პასუხი, - "აღარაფრის აღარ მჯერა". ეს ნიშნავს, რომ აღარაფრის აღარ მჯერა.
- დათო ტურაშვილის მოთხრობები მოგწონთ?
- ბევრი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც წამიკითხე, ძალიან მომწონს. დათოსგან შეიძლება ბევრი რამ ისწავლო, როგორც მისი მოთხრობებიდან და წიგნებიდან, ასევე ტელევიზორიდან და პირადი ურთიერთობიდანაც. ძალიან დიდ პატივს ვცემ დათოს.
მარიამ კაკაურიძე