17 დეკემბერი, 2016
დათო ტურაშვილმა გია ჯაჯანიძეს უცხოპლანეტელი უწოდა, რას პასუხობს ტელეწამყვანი „ვანოს შოუს“ ხუმრობას
„ვანოს შოუში“ მიწვაულმა მწერალმა დათო ტურაშვილმა „გია ჯაჯანიძის შოუზე“ ბევრი იხუმრა. დათოს განხილვის საგანი გია ჯაჯანიძის ის გადაცემა გახდა, რომელიც ჯადოებს ეხებოდა. მან გია ჯაჯანიძეს უცხოპლანეტელი უწოდა.

"ეს იყო დაუჯერებელი გადაცემა, ზრდასრული ადამიანები ლაპარაკობდნენ ჯადოზე, ძან ბევრი ვიცინე.

ჯაჯანიძე ნამდვილად შედევრია, თვითონ, მთელი საქართველო დაარწმუნა, რომ ჭიათურიდან კი არა, რომელიღაც სხვა პლანეტიდანა. რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები?!

ის კვირაში ერთხელ პოულობს რამდენიმე ისეთ უცხო პლანეტელს, რომელიც გადაცემაში მოჰყავს. ბევრი ცხოვრება, რომ გქონდეს, რომ იარო და
იარო, ისეთებს ვერსად ნახავ, გამორიცხულია." - თქვა დათო ტურაშვილმა "ვანოს შოუში".

ჩვენ დავუკავშირდით გია ჯაჯანიძეს და ვკითხეთ, რა რეაქცია ჰქონდა დათოს ხუმრობაზე.


რას იტყვით დათო ტურაშვილის ხუმრობაზე? ხომ არ გეწყინათ?
- რას ამბობთ?! არ მეწყინა, პირიქით, მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ დათოს, ასევე ვანოსაც. მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ და მესმის იუმორი, ჩვეულებვრივად მივიღე.

- დათომ ბევრი იხუმრა ჯადოებზე, თქვენ გჯერათ ჯადოებისა და თქვენი რესპოდენტების მონათხრობი მისტიური ისტორიების?
- მე ჩემო კარგო აღარაფრის აღარ მჯერა, მე მჯერა სიკეთისა და სიყვარულის. უკვე ბოროტებასაც მხიარულად ვუყურებ.

- ანუ არ გჯერათ ჯადოების?
- არა, არა. არანაირი "ანუ არ მჯერა". გაგეცით პასუხი, - "აღარაფრის აღარ მჯერა". ეს ნიშნავს, რომ აღარაფრის აღარ მჯერა.

- დათო ტურაშვილის მოთხრობები მოგწონთ?
- ბევრი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც წამიკითხე, ძალიან მომწონს. დათოსგან შეიძლება ბევრი რამ ისწავლო, როგორც მისი მოთხრობებიდან და წიგნებიდან, ასევე ტელევიზორიდან და პირადი ურთიერთობიდანაც. ძალიან დიდ პატივს ვცემ დათოს.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
გაგო
Tu umizezod SegiZulebs mezoblis ZaRli, an moefere, anda lukma puri miugde, adamians ki, Tu laqlaqiT araqaTs gaclis, Tmena SesZeli, sapasuxod nuras miugeb. gaxsovdes lukmiT, Tu dacxreba siave ZaRlis, ybeds da avyias_mxolod yru da munji Tu daRlis.
13:29 / 22-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კაცი პოზიტივი
16:10 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
78665454
ჯაჯანიძეს რომ ვხედავ,კარგ ხასიათზე ვდგები.
10:34 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Gaganize kargi adamiania. Tkven tkvens propilze ilaparaket da uvic "sex simboloebze" . Ai saxaliso ert ertis komentari iyo kikalishvilze rom davinaxe dato gavgijdi es kaci xom "televizirshi dadiso" . ))))))))Chemi tormeti wlis bavshvi gadabjirda es ra Tkvao))))))))))). Propilshi ar ujda mchxibavebi asatians?!
09:53 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბრავო ჯაჯანიძე! კაცი ხარ კაცური!
ამ პასუხებიდანაც ჩანს, რამდენადუფრო მეტად ჭკვიანია ჯაჯანიძე იმ ტუტუც და ჭორიკანა ტურაშვილზე.
01:51 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS