20 ოქტომბერი, 2013
''საქართველოში საშუალოდ აცვიათ!..''
კაბის სიგრძე 40-60-იანი წლებიდან დაგვიბრუნდა, მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბებია მოდაში, ასევე თავისუფალი, გაშლილი ქვედაბოლოები, თავისუფალი ბლუზები დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს ბევრ ევროპელზე კარგად აცვია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ნამდვილად კარგად ჩამცმელებიდან მხოლოდ ათი კაცის დასახელება შეუძლია. გემოვნების უკეთ ჩამოყალიბებისა და მოდის ტენდენციებში გასარკვევად დათუნა რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვაძლევს.

- წელს მოდურია ქალური სილუეტი, ასევე თავისუფალი სამოსი, წელზე სხვადასხვა აქსესუარით რომ ფიქსირდება, ძირითადი დატვირთვა მაინც მასიურ აქსესუარებზე მოდის. კონსტრუქციული, ავანგარდული ტანსაცმელი ჩაანაცვლა სადა
სამოსმა. ასევე წელს ძალიან მოდურია ნაქსოვი, მასობრივად შემოვიდა მოდაში კუბოკრული პრინტი და გაშეშებული, მდგრადი შალის კაბები.
- გასული სეზონზე ტყავი იყო ძალიან აქტუალური, წელს?..
- ტყავი ყოველთვის მოდაშია, მას ძირითადად ის დიზაინერები იყენებენ, რომლებიც ხშირად მოიხმარენ თავიანთ კოლექციებში ამ მასალას, მე შედარებით ნაკლებად შემაქვს ჩემს ნამუშევრებში, თუმცა ამჯერად ტყავის გამოყენება მეც გადავწყვიტე.
- მართალია, თქვენს კოლექციაში უპირატესობას თეთრსა და ჩალისფრის გრადაციებს ანიჭებთ, მაგრამ ჩვენ რომელი ფერების გამოყენებას გვირჩევთ?
- შავი უცვლელ ფერად რჩება, თუმცა შემოსულია ჩალისფერი, ლურჯი და მდოგვისფერი (არა ყვითელი). სიჭრელეც მეტად აქტუალური გახდა, შეიძლება, ერთსა და იმავე ტონალობაში გადაწყვეტილი სხვადასხვაგვარი ჭრელი სამოსი ერთმანეთს შეუხამოთ, მაგალითად, კუბოკრული, ყვავილებიანი, ოღონდ ერთი ტონალობის... უფრო აქტუალური წელს მაინც კუბოკრული პრინტებია.
- გასულ სეზონზე ე.წ. კოჭის შარვლები ნამდვილი ჰიტი იყო, წელსაც იგივე გაგრძელდება?
- მაღალწელიანი შარვლები ძალიან აქტუალურია, რაც შეეხება პიჯაკსა და შარვალს ქალზე, ამ მხრივ მოდურია მამაკაცური სილუეტის გამოყენება. შარვლის ტოტი კი, შეიძლება ითქვას, რომ გაფართოვდა, რადგან მოდურია სწორი და თავისუფალი შარვალი.
კაბის სიგრძე 40-60-იანი წლებიდან დაგვიბრუნდა, მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბებია მოდაში, ასევე თავისუფალი, გაშლილი ქვედაბოლოები, თავისუფალი ბლუზები. შარშან მაღალი მხრებიც მოდური იყო, თუმცა წელს ასე აღარაა, ფორმები გათავისუფლდა.
- რაც შეეხება ფეხსაცმელს?
- აქტუალურია ტანკეტკები, შუზზე ოდნავ მაღალი სიგრძის ჩექმები და ბოტფორტები, მუხლს ზემოთ სტრეიჯი ტყავით.
- გასულ წელს დიზაინერები მეტალით გაფორმებულ სამოსს, ფეხსაცმელს გვთავაზობდნენ, წელს როგორი აქსესუარები იქნება?
- მეტალის გამოყენება ძალიან ინდივიდუალური საკითხია, მე არ ვთავაზობ ჩემს მომხმარებელს მეტალს ჩემს კოლექციაში და სიმართლე გითხრა, წლევანდელ მოდის ტენდენციებშიც არ შემინიშნავს მეტალის სიმრავლე. უფრო აქტუალური გახდა ხის მასიური აქსესუარები.
- როგორ შეაფასებთ ქართველი საზოგადოების ჩაცმულობას?
- ვფიქრობ, საქართველოში საშუალოდ აცვიათ. თუ თბილისს შევადარებთ ევროპის სხვა ქალაქებს, პარიზის გამოკლებით, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მათ უფრო ცუდად აცვიათ, ვიდრე ქართველებს. ჩვენი ხალხი საკმაოდ კრიტიკულია ამ საკითხში, ბევრს ფიქრობენ, ამ ფიქრით კი ნორმალურად ჩაცმა გამოსდით, თუმცა ადამიანთა ძალიან ვიწრო წრე იცვამს ძალიან კარგად.
- და ვინ არიან ამ ვიწრო წრეში?
- ასე ვერ დავასახელებ, თუმცა ალბათ ათ კაცს გამოვყოფდი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლია
უცხოეტში ხალხი ცდილობს ცხოვრება გაიოლოს და ჩაცმაც მარტივი გახდა,განსაკუტრებიტ ამერიკაში სადაც ესტეტიურ გემოვნებაზე საკმაოდ რტულია ლაპარაკი.რაც შეეხება დაბანას ამერიკელი არ ბანაობს-ამერიკელი წყალს ივლებს და ამატ შოროს დიდი განსხვავებაა.საქარტველოში დღეს საკმაოდ რტულია მოძებნო გემოვნებიანი ქალბატონი არა და დრო იყო მტელი საბჭოტა კავშირი ჩვენგან სწავლობდა ჩაცმას.
17:36 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
დღესაც ტბილისი ყოველტვის გამოირჩეოდა ჩაცმიტ და გამოირჩევა მიუხედავად იმისა რომ მეორადი ტანსაცმელის მაღაზიებს მიაქვს საქარტველო.განსაკუტრებიტ ზამტარში ჩანს კარგად-ტიტქმის ყოველ მეორეს 30-40 ტსლის წინ ნაყიდი კარაკულის ქურქები რომ აცვია და ფიქრობ შენტვის ნუტუ ამ ქალაქზე ამბობენ ხალხი უმუშევარია და მშიერია?
17:30 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სხვისი რა გითხრათ, მაგრამ სკანდინავიელებზე და ზოგადად, ჩრდილოეთ ევროპელებზე ბევრად გემოვნებიანი და თუნდაც ხარისხიანი ტანსაცმელი აცვიათ საქრთველოში როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს. ამერიკელებზე საერთოდ არ ვსაუბრობ, იქ რომელ ჩაცმულობაზეა ლაპარკი დაჭმუჭნული სამოსი აცვიათ და მგონი, ტანსაც იშვიათად იბანენ.
20:06 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ბიძინა ივანიშვილზე უკეთესად ჩამცმელი კაცი არ მეგულება საქართველოში.
14:51 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS