09 დეკემბერი, 2016
რას სთხოვს თოვლის ბაბუას ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძის ულამაზესი მეუღლე - რუსა ჩაჩუა
2016 წელი მიიწურა, ვისთვის - ბედნიერად, ვისთვის - წარუმატებლობებითა და სირთულეებით, მაგრამ დადგა წელიწადის ბოლო სეზონი და დეკემბრის სუსხმა შეგვახსენა, რომ მალე კარს ახალი წელი შემოაღებს.

რაოდენ დაღლილ- დაქანცულებიც არ უნდა ვიყოთ 2016 წლის ყოველდღიური პრობლემებით, ყველაფერი ნეგატიური წარსულში უნდა დავტოვოთ და პირველ იანვარს გაღიმებული სახეებითა და გამთბარი გულებით უნდა ვუმასპინძლოთ.
''რეიტინგის'' მკითხველს რუსა ჩაჩუამ მოუყვა, როგორ ემზადება მისი ოჯახი ამ ჯადოსნური დღესასწაულისთვის.

ყველა ოჯახი თავისებურად ხვდება ახალ წელს, თქვენს ოჯახს აქვს რაიმე განსხვავებული საახალწლო
ტრადიცია?
- ყოველ წელს ყველანი ვხვდებით სახლში, სტუმრებიც გვყავს ხოლმე. მერე შეიძლება წავიდეთ რაიმე ღონისძიებაზე ან ვინახულოთ ოჯახის წევრები.

საყვარელი საახალწლო მუსიკა თუ გაქვთ?
- ახალ წელს ისეთი ამაღლებული განწყობაა, რომ ყველა მუსიკა მიყვარს, მათ შორის მრავალჟამიერიც (იცინის).

თოვლის ბაბუის რა ასაკამდე გჯეროდათ?
- მამაჩემი იყო მსოფლიოში საუკეთესო თოვლის ბაბუა, ამიტომ ძალიან დიდი ხანი მჯეროდა, რომ საჩუქრებს ის მჩუქნიდა. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ თინეიჯერი ვიყავი, როცა ჯერ კიდევ მჯეროდა თოვლის ბაბუის.

როგორ გაიგეთ, რომ თოვლის ბაბუა, სინამდვილეში მამა იყო?
- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.

შეგიძლიათ გაიხსენოთ, ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი?
- მთელი ოჯახი ძალიან გულმოდგინეთ ვემზადებით ამ დღისთვის, ჩემი მეუღლე განსაკუთრებით დიდი ხნით ადრე იწყებს მომზადებას და მეც. არ შემიძლია, რომელიმე გამოვარჩიო, იმიტომ რომ ყველა საახალწლო საჩუქარი დასამახსოვრებელია ჩემთვის.

როგორ საჩუქრებს ყიდულობთ ხოლმე?
- სუვენირებს, სუნამოს, სპორტულ ინვენტარს (შვილი ფეხბურთელი მყავს და მეუღლე - რეალის გულშემატკივარი)და ა.შ.

ნაძვის ხეს ვინ აწყობს თქენს ოჯახში?
- ჩემი მეუღლე ფერების არჩევაში იღებს მონაწილეონას, მე და ჩემი შუათანა ქალიშვილი ნაძვის ხეს ვაწყობთ.

ხომ არ გაგიწყვიათ ნაძვის ხე?
- ჯერ არა, მაგრამ უკვე შევიძინეთ, ცარიელი დგას და ამ კვირაში გავაწყობთ.

რა ფერებში გეგმავთ სახლისა და ნაძვის მორთვას?
- თეთრ ფერზე გავაკეთებთ არჩევანს.

ფელამუში უფრო გიყვართ თუ ჩირი?
- ორივე ძალიან მიყვარს.

ფეიერვერკები გიყვართ?
- ცოტა მეშინია, მაგრამ მიყვარს. ყოველ წელს ვამბობ, რომ არ ვიყიდით, მაგრამ არასდროს გამომდის დანაპირების შესრულება.

საახალწლო სუფრაზე ვინ ზრუნავს?
- საჭმელებს მეც ვაკეთებ, დედაც მიკეთებს. ტრადიციულად დედა მიკეთებს საცივს, მე უფრო ფხალეულს ვაკეთებ.

ჩურჩხელა გაგიკეთებიათ?
- საახალწლოდ არა, მაგრამ რამდენიმე ცალი სახლში გაგვიკეთებია.

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მიწეროთ წერილი ნამდვილ თოვლის ბაბუას, რას მიწერდით?
- ვთხოვდი, რომ ყველა ბავშვს ჰყავდეს მშობლები, ყველას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ახალ წელს თბილად და ბედნიერად შეხვდეს.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ირაკლი სამუშია
რუსა რომელიღაც შოუში ვნახე პირად ცხოვრებაზე საუბრობდა.გავგიჟდი ისეთი ლამაზია, თანაც უსაზღვრო სიკეთე და პოზიტივი მოდის მისგან.გაიხარე და გამრავლდი.
19:30 / 17-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS