გია ჯაჯანიძეს ძალიან განსხვავებული და საინტრესო თეორია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
ის მიიჩნევს, რომ მათ ვისაც სექსი აქვთ არალეგალურად, სიკვდილის შემდეგ "საზვერეებში" სასქესო ორგანოებით დაკიდებენ.
სახელი და გვარი: გია ჯაჯანიძე
ჰოროსკოპი: ვერძი.
არ მაინტერესებს: სხვისი ცხოვრება.
ჩემი საყვარელი ადგილი: ჩემი სახლი.
ქართველი მსახიობებიდან ვახშამზე დავპაატიჟებდი: ნანა ფაჩუაშვილს.
ბავშვობაში: მე არ ვთამაშობდი,
ყველაზე დასამახსოვრებელი სიზმარი: მთელი ცხოვრება, კვირაში სამჯერ მესიზმრება. დავფრინავ და ძალიან ბედნიერი ვარ ძილში.
სიკვდილია შემდეგ: ჩემი აზრით, ადამიანები გადიან საზვერეებში ჭორიკანა ადამიანებს დაკიდებენ ენით, ადამიანებს, რომლებსაც არალეგალურად აქვთ სექსი, დაკიდებენ სასქესო ორგანოებით, პრანჭია ქალებს - თმებით.
ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: ჯვარი.
ჩემი ფავორიტი წელიწადის სეზონი: არ არსებობს. ყველა დრო მიყვარს, იმიტომ, რომ სიცხეში არ მცხელა, სიცივეში არ მცივა, შემოდგომა და გაზაფხულიც ძალიან მიყვარს.
ჩემი საყვარელი ეპოქა: მომავალია, 22 საუკუნე.
ყოველდღე ვდგები არჩევანის წინაშე: წამოვდგე საწოლიდან, თუ ისევ გავაგრძელო ძილი.
მაცოფებს: ტელეკომპანია ''იმედის'' ერთ-ერთი რეჟისორი, ნათია ქოქრაშვილი. როცა შევდივარ "იმედში", მხვდება და მეჯღანება.
ტყუპისცალი, რომ მყავდეს: ყველგან გავაგზავნიდი ჩემს მაგივრად.
ჩემი საყვარელი კერძია: მოხალული მჭადის ფქვილის ფაფა.
ბავშვობაში მეგონა, რომ: ადამიანები იყვნენ კეთილები.
მარიამ კაკაურიძე