ლალი ბადურაშვილი სიმსივნეს წლების მანძილზე ებრძოდა. მისმა გარდაცვალებამ არაერთ ადამიანს დასწყვიტა გული, თუმცა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანიც გამოჩნდა.
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დიდი გამპრავებელი დაკარგა ოცნებამ, ნინი ბადურაშვილის ბაბო მომკვდარა", - დაწერა მაქარაშვილმა.
მაქარაშვილმა პოსტი მალევე წაშალა, თუმცა, სქრინი ქსელში აქტიურად ვრცელდება და სამოქალაქო აქტივისტს აკრიტიკებენ.
შეგახსენებთ, ლალი
რაც შეეხება გიგა მაქარაშვილს, ბებიის გარდაცვალება მისთვის მტკივნეული და სამწუხარო ფაქტი ნაკლებადაა, სწორედ ბებიამისის კუბოსთან გადაღებული სელფით დაიბრუნა მან წლების წინ პოპულარობა.
მაქარაშვილი წარსულში "პირველი არხის" ჟურნალისტი გახლდათ და პირველი ჟურნალისტია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის კადრები ექსკლუზიურად გადაიღო. ასე გაიგო საზოგადოებამ, როგორ გამოიყურებოდა ფიზიკურად ქართველი ქველმოქმედი.