27 თებერვალი, 2015
დაკრძალვის სელფის ავტორის პირველი კომენტარი - ''შეიძლებოდა, რომ ეს ფოტო არ დამედო…''
იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა ტელეჟურნალისტ გიგა მაქარაშვილის მიერ საკუთარ ''ფეისბუქზე'' განთავსებულმა ფოტომ დილიდან სოციალური ქსელები ააფეთქა. ფოტოზე დასაფლავების კადრია ასახული, გიგას სასახლე მხარზე აქვს შემოდებული და იღიმის. ბევრისთვის დაკრძალვის მსგავსი კადრი მიუღებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც გოგა ხაჩიძემ ეს ფოტო ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გააზიარა, ინტერნეტსაიტების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კომენტატორებს შორის ერთ-ერთმა მას ''შავი სელფი'' უწოდა, ხოლო გამზიარებლების უმეტესობამ წლის სელფად აღიარა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა, თუმცა უმრავლესობ
ამ მსგავსი საქციელი დაგმო.
ამ ამბის მთავარ გმირს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამ გადააწყვეტინა ბებიის დაკრძალვაზე გაღიმება.

გიგა მაქარაშვილი:

- ბებია გარდამეცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა. არა მგონია, ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს ან პატივს სცემდეს. მომივიდა თავში აზრად, რომ მისი თხოვნა შემესრულებინა. ბებია 86 წლის გახლდათ. რამდენიმე წელია, გვთხოვს, გარდაცვალების შემდეგ უკანასკნელ გზაზე ღიმილით გამაცილეთ, არ იტიროთო. რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა, მაგრამ ბებიას ბოლო თხოვნა შევუსრულე. მეტი არაფერი.
- შენს სელფის ინტერნეტში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
- იმისთვის არ გამიკეთებია, რომ ასეთი რეაქცია მოჰყოლოდა. საერთოდ არ ვიღებ სელფებს და ეს ჩემი პირველი სელფია. რა თქმა უნდა, მეგონა, რომ გამოხმაურებას გამოიწვევდა, მაგრამ ასეთს - არა. შეიძლებოდა, რომ ეს ფოტო არ დამედო, მაგრამ დავდე. ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ვნახე, რომ 400 გაზიარება ჰქონდა და მთლიანობაში 1000-მდე. ვფიქრობ, რომ ეს სელფი ასეთი გასაბრაზებელი ნამდვილად არ ყოფილა.

ნინო მურღულია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ხათუნა
ძაან კარგი ბიჭია)))))
12:37 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ციცი
თვითონ თუ არ ტირის სხვას რაში ადარდებს,რა გაუცკალეს გული ამ ბიჩს
16:11 / 18-02-2016
გამოხმაურება / 0 /
лела
რა გინდათ საკუთარ ბებიასთან გადაიღო სელფი ბებიათქვენთან კი არა
00:49 / 15-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
თქვე კაი ხალხო საკუთარ დედას რომ იგინებიან იმით სხვასაც რომ შეურაცხყოფას აყენებენ მათ მიხედეთ. რა სელფებს განიხილავთ?! მიცვალებულებს ზოგ რეგიონში შალახოთი მიასვენებენ. ყველა ოჯახს თავისი წესი აქვს.
16:46 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
???
მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ლიბერალი ვარ. ამ სელფის ნახვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბოლომდე ლიბერალი მაინც ვერ ვყოფილვარ, რადგან არ შემიძლია პატივი ვცე ამ იდიოტის უფლებას, გადაიღოს სელფი გარდაცვლილ ბებოსთან.
12:22 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS